მარტივი რეცეპტი მოხარშული ნამცხვრის მოსამზადებლად.

2071
S

ქლიავში შემცველი ტკბილეული ყოველთვის უგემრიელესია,არც ეს ნამცხვარია გამონაკლისი. ქლიავის შიგთავსის მქონე მოხარშული ნამცხვარი<<როზეტები>>თავს ერთი გასინჯვით შეგაყვარებთ.

თუ გინდათ იცოდეთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ნამცხვარი თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს,დღეს  ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი ნამცხვრის საიდუმლო რეცეპტს, რომლის ცოდნაზეც უკლებლივ ყველა დიასახლისი ოცნებობს.

მოხარშული ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • 450გ ფქვილი
  • 200მლ წყალი
  • 80გ თეთრი შაქარი
  • 60გ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 60მლ მცენარეული ზეთი
  • 15გ კარაქი
  • 500გ ქლიავი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1 კვერცხი

მომზადება

1.აურიეთ 300გრ ფქვილი მშრალ საფუარს.

2.ფქვილს დაუმატეთ თეთრი შაქარი,მარილი,ვანილი და დარიჩინი.

3.ფქვილის ნარევს დაუმატეთ თბილი წყალი.


4.შემდეგ დაამატეთ მცენარეული ზეთი და ცომი მოზილეთ კოვზის დახმარებით.

5.დაფქვილულ მაგიდაზე  ხელით მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.შემდეგ ცომი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

6.ამასობაში გარეცხეთ და გააშრეთ ქლიავი,ასევე ხილი გაჭერით შუაზე და გაანთავისუფლეთ თესლისაგან.


7.ამოსული ცომი ოდნავ მოზილეთ,შემდეგ კი მართკუთხედის ფორმაზე გააბრტყელეთ.ქლიავი ნახევარი ცომზე მწკრივებად დაალაგეთ, აუცილებლად მოიტოვეთ კუთხეებში ადგილი.


8.ქლიავს მოაყარეთ ყავისფერი შაქარი, ცომი კი ქლიავის მწკრივის შესაბამის ზოლებად გაჭერით.ასევე გააკეთეთ კიდევ ერთი გაჭრა ცენტრში,სიგრძეში გაკეთებული ჭრილობების პერპენდიკულარულად.


9.თითოეული ზოლი დაახვიეთ,ვარდის მსგავსად,ხოლო რულეტის კიდეები კი შეკარით.


10.მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა,მას გულდასმით წაუსვით კარაქი.ამის შემდეგ ცხიმიან ფორმაზე ერთმანეთთან მჭიდროდ მოათავსეთ რულეტები და ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.


11.ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.გაგრილების შემდეგ კი ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ქლიავის ყველაზე გემრიელი ნამცხვარიც მზადაა.გემრიელად მიირთვით.