მარტივი და კაშკაშა დესერტი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვისაა შექმნილი

1501

არსებობს დესერტები, რომლებიც შესანიშნავად უხდება კონკრეტულ დღესასწაულს – ან სეზონური ინგრედიენტებისგან შედგება, ან საერთო სადღესასწაულო ატმოსფეროს გადმოსცემს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მანდარინის პანა კოტა.სწრაფად მზადდება და ძალიან ეფექტურად გამოიყურება. პანა კოტა ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს, მისი გემო კი დიდებსა თუ პატარებს თანაბრად მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 300 მლ ნაღები
  • 30 მლ რძე
  • 400 მლ მანდარინის წვენი
  • 50 გრ ხაჭო
  • 60 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 1 ჩ.კ. მანდარინის ცედრა
  • 30 მლ წყალი

მომზადება

1. მოამზადეთ ნაღების ფენა. ნახევარ ჟელატინს დაასხით ციხი წვენი ან წყალი და დატოვეთ სანამ გაიხსნება. შეურიეთ რძე, ნაღები, 100 მლ წვენი, ხაჭო, ვანილის და ჩვეულებრივი შაქარი. დადგით ნელ ცეცხლზე, დაამატე ცედრა, მუდმივად ურიეთ და წამოადუღეთ.

2. მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ. ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში 1 საათით.

3. მანდარინის ჟელეს მოსამზადებლად 50 მლ წვენში გახსენით ჟელეს მეორე ნაწილი. ცალკე ქვაბში შეურიეთ 180 მლ წვენი, წყალი და შაქარი, წამოადუღეთ და დაამატეთ ჟელატინი. კარგად მოურიეთ და ოდნავ გააცივეთ.

4. გამოიღეთ ფორმები მაცივრიდან და ფრთხილად დაასხით მანდარინის ჟელე. ეცადეთ, რომ ფენები ერთმანეთში არ შეერიოს.

5. შედგით კვლავ მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. მზა დესერტი შეგიძლიათ მორთოთ მანდარინის ნაჭრებით, გახეხილი შოკოლადით ან ქოქოსის ფანტელით.

ასეთი დესერტი საახალწლო მძიმე ვახშმის მერე მომდევნო დღის შესანიშნავი საუზმეა. სწორი კვების მომხრეებისთვის და მათთვის, ვინც დიეტაზეა, ნამდვილი მისწრებაა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!