მარტივი და გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს კრემით

2852

ტორტი მზადდება კორჯების გაბრტყელების გარეშე და გამოდის ძალიან მაღალი.

საოცარი დესერტი შოკოლადით და ხაჭოთი.

ინგრედიენტები

კორჟისთვის

  • ხორბლის ფქვილი 170გ
  • კაკაო 50გ
  • გამაფხვიერებელი 2,5 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 4 ცალი
  • არაჟანი 80გ
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • შაქარი 120გ
  • მარილი 1/4 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • არაჟანი 100გ
  • ხაჭო 400გ
  • შედედებული რძე 250გ
  • კაკაო 50გ

მინანქრისთვის

  • კარაქი 60გ
  • შავი შოკოლადი 100გ
  • რძე 40გ

დასანამი მასისთვის

  • წყალი 100გ
  • შაქარი 50გ
  • კონიაკი/ბრენდი 20გ

მომზადება

მოვამზადოთ კორჟი

1.ფხვილს დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მცენარეული ზეთი.

3.მოურიეთ ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე.

4.კვერცხის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ მშრალი მასა.

5.მიქსერით მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.

6.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.

7.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 12-15 წუთი.

8.კორჟის მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.

9.გააგრილეთ კორჟი, გადააბრუნეთ ქარალდზე და ფრთხილად მოაშორეთ პერგამენტი.

10.მოაჭერით კუთხეები და თვითონ კორჟი გაყავით 4 ნაწილად.

11.კორჟს მოასხით სიროპი, რომელიც მზადდება: 50გ შაქარი გაალღვეთ 100მლ წყალში, წამოადუღეთ, ხარშეთ 2 წუთი და გააგრილეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი.

მოვამზადოთ კრემი

12.არაჟანს დაუმატეთ ხაჭო, კაკაო და შედედებული რძე.

13.მოურიეთ, მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსესტენციამდე.

ავაწყოთ ტორტი

14.პირველი კორჟი მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით 1/3 კრემი.

15.შემდეგ მოათავსეთ მეორე კორჟი, ოდნავ დააჭირეთ ხელი, წაუსვით 1/3 კრემი.

16.მესამე და მეოთხე კორჟიც ანალოგიურად ააწყვეთ.

17.ტორტი შენახეთ მაცივარში, ამასობაში მოვამზადოთ მინანქარი.

18.კარაქს დაუმატეთ რძე. გააცხელეთ.

19.ცხელ მასაში მოათვსეთ შოკოლადი (კაკაო 50%) და მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.

20.ტორტს მოასხით მინანქარი. გააგრილეთ და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!