მარტივი და გემრიელი ღია ნამცხვარი ბეკონით

753

ძალიან გემრიელი ნამცხვარი, ფხვიერი თხელი ცომით.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 240გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხის გული 1 ცალი

შიგთავსისთვის

  • ყველი 120გ
  • არაჟანი 200მლ
  • ბეკონი 200გ
  • ნაღები 30% 200მლ
  • კვერცი 3 ცალი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათვსეთ გაცრილი ფქვილი.
  2. იმავე ჯამში ჩახეხეთ კარაქი.
  3. მე ვიყენებ გაყინულ კარაქს.
  4. ხელით მოზილეთ ჯამში არსებული მასა.
  5. დაუმატეთ კვერცხის გული და ცივი წყალი.
  6. მოზილეთ ცომი.
  7. დაამრგვალეთ ცომი, შეინახეთ მაცივარში 20-25 წუთი.
  8. სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი.
  9. ბეკონი დაჭერით წვრილად, შეწვით მშრალ ტაფაზე.
  10. შემწვარი ბეკონი მოათავსეთ ჯამში, ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეთ ბეკონს და მოურიეთ.
  11. ცომი გამოიტნეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფირფიტად.
  12. ცომი მოათავეთ ფორმაში, ამოიყვანეთ გვერდები და შექმენით ადგილი შიგთავსისთვის.
  13. მე ვიყენებ 28სმ დიამეტრის და 3სმ სიმაღლის მქონე ფორმას (პერგამენტით ამოფენილს).
  14. მოაწერით ზედმეტი ნაწილები და დააჭცვლიტეთ ჩანგლით, რამდენიმე ადგილას.
  15. ფორმა ცომთან ერთად მოათავსეთ მაცივარში 10 წუთი.
  16. მოვამზადოთ შიგთავსი.
  17. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და მოურიეთ.
  18. მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.
  19. გამოაცხვეთ ცომი 180 გრადუსზე 20 წუთი.
  20. შემდეგ ჩაასხით შიგთავსი, მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!