მან მანანის ბურღულს დაუმატა დარიჩინი… ასეთ საუზმეზე მე დიდი ხანია ვოცნებობ!

767

ბევრმა იცის, რომ მანანის ბურრული საუზმეზე – დღის იდეალური დასაწყისია. დღეს ჩვენ დაუვიწყარი საუზმის მომზადებას გასწავლით.

თუ მანანის ბურღულს დაუმატებთ დარიჩინს და რამდენიმე ინგრედიენტს, თქვენ დაუვიწყარ გემოებს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 170გ მანანის ბურღული
  • 4 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1/2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 სუფრის კოვზი მარილი
  • 1,5 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 450მლ რძე
  • 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
  • 1 კვერცხი

ინგრედიენტები დეკორისთვის

  • 4 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
  • 65გ ყავისფერი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
  • 115გ კრემ-ყველი
  • 60გ შაქრის ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი რძე

მომზადება

  1. მანანის ბურღულს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ რძე, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და გამღვალი კარაქი. დაუმატეთ მანანის ბურღული და მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში.
  3. გამოაცხვეთ 20 წუთი 160 გრადუსზე.
  4. პირველი ტკბილი სოუსის მოსამზადებლდ კარაქს დაუმატეთ, შაქარი, დარიჩინი. მეორეს მოსამზადებლად – კრემ-ყველი, შაქრის ფხვნილი და რძე.

ყურადღება – გამოიყურება საოცარად მადისაღმძვრელად!

გაილამაზეთ დილა ამ კერძით. გემრიელად მიირთვით!