მანანის ბურღულის ნამცხვარი “მილაჩიო” – იტალიური ზღაპარი!

843

მილაჩიო – ეს ტრადიციული იტალიური ნამცხვარია მანანის ბურღულისგან და რიკოტისგან. მის სამშობლოდ ითვლება ნეაპოლი. ეს გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო დესერტია.

მისი მომზადეის პრინციპი ზალიან გავს ფრანგულს. უნდა მოხარშოთ ფაფა, დაუმატოთ კვერცხი და გამოაცხოთ. ხოლო რიკოტა და ცედრა ნამცხვარს არომატულობას და სიფაფუკეს ანიჭებს.

ინგრედიენტები

  • მანანის ბურღული 180გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 500მლ
  • წყალი 300მლ
  • ყველი რიკოტა 250გ
  • შაქარი 250გ
  • კარაქი 50გ
  • ლიმონი 2 ცალი
  • ფორთოხალი 2 ცალი

მომზადება

1.თითო-თითო ფორთოხალი და ლიმონი გათალეთ ისე, რომ ქერქი დარჩეს მთელ ნაჭრებად. შეაგროვეთ ქერქი ერთად და შეკარით ძაფით.

2.ქვაბში ჩაასხით რძე, წყალი, 50გ შაქარი, ზეთი და ცედრა. მასა მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.

3.დაუმატეთ მანანის ბურღული და მოხარშეთ რამდენიმე წუთი. ამოიღეთ ცედრა და გააგრილეთ მასა.

4.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. გახეხეთ ცედრა ხილთან ერთად და რიკოტასთან ერთად დაუმატეთ კვერცხის მასას. კიდევ ერთხელ მოურიეთ და დაუმატეთ მანანის ბურღულის ფაფას.

5.გამოსაცხობ ფორმას წაუვსით ცხიმი და გამოაცხეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!