მაკარონის უგემრიელესი ხვეულები

1977
Italian pasta with tomatoes and mushrooms

ერთ-ერთი მარტივი და მადისაღმძვრელი კერძად იტალიური პასტა ითვლება. მოხარშეთ მაკარონი დაუმატეთ სოუსი და უგემრიელესი კერძიც მზად არის! მაგრამ რა უნდა ქნათ თუ კერძი მოგწონთ მაგრამ პრეზენტაცია მოგბეზრდათ? და როგორ უნდა მოამზადოთ საოცრად გემრიელი მაკარონი საუზმეზე?

აქ თქვენ დაგეხმარებათ ხვეული მაკარონის საოცარი რეცეპტი, ამ კერძის შემადგენლობა თითქმის იგივეა, მაგრამ პრეზენტაცია, სტრუქტურა და გემო საგრძნობლად განსხვავდება.

ამ კერძისათვის გამოგადგებათ ნებისმიერი სახის მაკარონი. ეს კერძი ძალიან ბიუჯეტიანია, ამიტომაც შეიძინეთ მეტად დაბალფასიანი პროდუქტები. ყველი შეუხამეთ თქვენი გემოვნებით. მაკარონის სამშობლო არა მხოლოდ იტალიის სამხრეთ სანაპიროა. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ მაკარონის ტაფაზე მომზადების რეცეპტს, რომელიც ძალიან მოგეწონებთ.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი ყველით

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ

  • 250გ ნებისმიერი სახის მაკარონი
  • 1 კვერცხი
  • 30გ გახეხილი ყველი
  • 30გ წვრილად დაჭრილი ლორი
  • 3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ მაკარონი, ისე როგორც შეფუთვაზეა მითითებული. გააგრილეთ და დააბლენდერეთ.

2.დაუმატეთ კვერცხი, სანელებლები და სეზამის მარცვლები. კარგად მოურიეთ.

3.მთლიანი მასა დაყავით ბრტყელ ნაწილებად, მასზე მოათავსეთ გახეხილი ყველი და ლორი. სწორედაც, რომ ეს იქნება ამ კერძის შიგთავსი.

4.შეაერთეთ გვერდები და კერძს მიეცით გრძელი ღვეზელის ფორმა. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი სეზამის მარცვლები.

5.ტაფა დადგით ნელ ცეცხლზე, დაამუშავეთ მცენარეული ზეთით და შეწვით ფორმირებული მაკარონი.

მზადების პროცესში ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ცომთან სველი ხელით მუშაობა უფრო მოსახერხებელია. ამისათვის გამოგადგებათ უბრალო წყალი და მზესუმზირის ზეთი. ამ მეთოდით, დაბლენდერებული მაკარონი არ მოგეკრობათ ხელზე და მარტივად მისცემთ თქვენთვის სასურველ ფორმას. ასევე ეცადეთ, რომ შიგთავსი ცომში მოათავსოთ მჭიდროდ, რათა არ წარმოიქმნას ჰაერის ბუშტები.

ეს კერძი ძალიან გემრიელია გაციების შემდეგაც. მის შემადგენლობაშ არ შედის ცხიმიანი ინგრედიენტები, ხოლო ზეთი გამოიყენეთ ცოტა რაოდენობით. ამიტომაც ეს კერძი დიეტის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ. მაკარონი არის უნივერსალური კერძი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ სულ რამდენიმე წუთში.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენ გტანჯავდათ ამ კითხვაზე პასუხი, თუ რა უნდა მოამზადოთ მთელი ოჯახისთვის, მაშინ დარწმუნებული ვარ ერთი პრობლემა მოგვარებულია. გემრიელად მიირთვით!