მადისაღმძვრელი კექსი ყველით და მწვანილით

1148

ამ კექსის რეცეპტი ყველიანი ცომეულის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. სწრაფად და იოლად მზადდება და ძალიან არომატული და ნაზი გამოდის. შესანიშნავია საუზმეზე ჩაისთან ან სადილად ხორცის, ბოსტნეულის ან თევზის კერძებთან პურის ნაცვლად.

მადისაღმძვრელი კექსის ნაჭრებს ბუტერბროდისთვისაც იყენებენ, თუმცა ის თავისთავად უკვე ძალიან გემრიელია. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით!

ინგრედიენტები

  • 230 გრ ფქვილი
  • 180 გრ ჩედერი
  • 25 გრ კამა
  • 50 გრ მწვანე ხახვი
  • 25 გრ ოხრახუში
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 80 გრ რძე
  • 4 კვერცხი
  • 30 გრ ნიგოზი
  • 80 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, სუნელები და მარილი. დაამატეთ 150 გრ გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი. ცალკე შეურიეთ კვერცხი, რძე, ზეთი და დიჟონის მდოგვი.

2. შეურიეთ ორივე ნაზავი, მოზილეთ ცომი. სასხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი.

3. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და დარჩენილი გახეხილი ყველი. შედგით კვლავ 30 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

მსგავს კექსებს მაფინების ფორმებშიც აცხობენ. ჩედერი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი მაგარი ყველით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!