ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

1342

ლობიოს ქართულ სამზარეულოში დიდი როლი უკავია. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ლობიოს კერძის შესანიშნავ რეცეპტს ნიგვზითა და ბროწეულით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ლობიო
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 3 ს.კ. ბროწეულის მარცვალი
  • 1 ჭ ნიგოზი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 მწ დარიჩინი
  • ქინძი გემოვნებით
  • 0,5 ჭ ბროწეულის წვენი
  • 1 ც ხახვი
  • 1 მწ ზაფრანა
  • 1 მწ მიხაკი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. წამოადუღეთ ლობიო. გადაასხით წყალი, დაუმატეთ ახალი ცივი წყალი, ზეთი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში.
  2. გაატარეთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, დაჭერით წვრილად წიწაკა, დაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით ქინძი.
  3. მოამზადეთ სანელებელი: შეურიეთ ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და ბროწეულის წვენი. დაუმატეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ.
  4. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და დაუმატეთ ცხელ ლობიოს. დაუმატეთ სანელებელი და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!