ლობიო კვაწარახით – დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს სავიზიტო ბარათი

2836

კვაწარახი დასავლეთ საქართველოს სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ეს მჟავე სპეციფიკური პროდუქტი  კერძებს, მათ შორის ლობიოს განუმეორებელ გემოს აძლევს, განსაკუთრებით მაშინ თუ ლობიოს თიხის ქოთანში ამზადებთ. დღეს სწორედ ასე მოვამზადებთ ლობიოს კვაწარახით.

ინგრედიენტები: 

  • ხმელი ლობიო – 500 გ
  • კვაწარახი – 1 ს.კ.
  • ქინძი -100 გ
  • ხახვი – 250 გ
  • ნიახური – 25 გ
  • ხმელი ქინძი – 25 გ
  • უცხო სუნელი – 25 გ
  • ქონდარი – 5 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 1 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ და წყალში 3-4 საათით ჩაალბეთ. ჩამბალ ლობიოს გადაუწურეთ წყალი, გადაიტანეთ თიხის ქოთანში ან ქვაბში, დაფარეთ წყლით და ხარშეთ, სანამ ლობიოს მარცვალი ხელით არ გაისრისება.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი, ნიახური და ქინძი. ეს ყველაფერი ჩაუმატეთ მოხარშულ ლობიოს, დაამატეთ კვაწარახი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, მარილი. დაღერღილი წითელი წიწაკა და ამოზილეთ.

უგემრიელესი ლობიო მზადაა. გემრიელად მიირთვით!