ლობიო თურქულად: ნოყიერი და გემრიელი კერძი საუცხოო სოუსით

4722

თურქულ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია ლობიოს კერძები, გემრიელი და ნოყიერი, რომლებსაც ერთხელ თუ გასინჯავ, გემო არასოდეს დაგავიწყდება. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ქურუ ფასულიე. ის შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცით, ან ხორცის გარეშე.

ორიგინალური რეცეპტი ითვალისწინებს ტრადიციული თურქული სუნელის – თარჰანის გამოყენებას. ეს გახლავთ ტომატისა და ბოსტნეულის მშრალი მასა, რომელიც კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. თარჰანა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხალული ფქვილისა და ტომატის პასტის ნაზავით.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ლობიო
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 0,5 ჭიქა თარჰანა
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი
  • 1 კონა ბაზილიკი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. პიტნა
  • ცხარე წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ლობიო, დაუმატეთ მარილი, დაწურეთ და ნახარში არ გადასხათ.
  2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში.
  3. მოამზადეთ სოუსი პესტო. დააბლენდერეთ ბაზილიკი ნიორთან და ნიგოზთან. დაუმატეთ 70 მლ ზეითუნის ზეთი და მოურიეთ.
  4. გახსენით თარჰანა 500 მლ ლობიოს ნახარშში. სითხე ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  5. შეურიეთ ლობიო მოთუშულ ბოსტნეულთან და პესტოსთან. დაუმატეთ პიტნა და წიწაკა. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ გამორთეთ გაზქურა, დააფარეთ თავსახური კერძს და დადგით რამდენიმე ხნით.

უმჯობესია, კერძი წითელი ლობიოსგან მოამზადოთ. მოთუშლი ლობიო გაამრავალფეროვნებს თქვენს კვების რაციონს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!