ლიმონისა და შავი მოცვის ტრაიფლი – მათრობელა დესერტი

1216

“ლიმონჩელო” არის ლიმონის იტალიური ლიქიორი, ძალიან მაგარი და ტკბილია, ინახება საყინულეში და სუფრაზე სადილის შემდეგ მიაქვთ. მისგან კი ახლა უგემრიელეს ტრაიფლს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები: 

  • 375 გ შავი მოცვი, დამატებით – მოსართავად
  • 3 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 ფინჯანი (250 გ) ლიმონის კრემი
  • 1 ფინჯანი (250 გ) მასკარპონე
  • 4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • ფინჯანი 375 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 90 მლ ლიქიორი “ლიმონჩელო”
  • 350 გ მზა ან შინ გამომცხვარი კექსი კუბებად დაჭრილი

ულუფა: 6

მომზადება: 25 წუთი+4 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. შავი მოცვის ნახევარს დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე დატოვეთ. შემდეგ ჩანგლით დასრისეთ.
  2. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დანარჩენი მოცვი და დატოვეთ გასაგრილებლად.
  3. ლიმონის რბილობი, მასკარპონე და შაქრის პუდრი მოათავსეთ პატარა ჯამში  და აურიეთ. დროებით გადადეთ.
  4. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები კრემის მიღებამდე.
  5. კექსი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ ჭიქებში. დაამატეთ მოცვი და მოასხით “ლიმონჩელო”. შემდეგ ფენად დაადეთ ლიმონის რბილობის მასა და ბოლოს ათქვეფილი ნაღები მოასხით. მორთეთ დარჩენილი მოცვით.
  6. ტრაიფლი გააცივეთ მაცივარში 4 საათით.