“ლაქებიანი” ტკბილი პური იდეალურია ჩაისთან ან ყავასთან საუზმეზე

1564

წარმოიდგინეთ, ჭრით პურს და გხვდებათ ლამაზი ლეოპარდის პრინტი. შთამბეჭდავია, არა? და თუ კარაქს წაუსვამთ, საუზმისთვის იდეალური ბუტერბროდი გამოგივათ. თანაც ისეთი გლამურული, რომ აუცილებლად მოგინდებათ ფოტოს გადაღება და გაზიარება.

მსგავსი პრინტი ორ რიგად ჩამწკრივებული ორი ფერის რულეტებისგან იქმნება. გვერწმუნეთ,  შეცდომა არ მოგივათ და პირველივე ცდით გამოგივათ არაჩვეულებრივი პური, რომელიც ვიზუალურადაც მიმზიდველია და გემოთიც. მას მარილიანი ყველიც უხდება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 125 მლ რძე
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • 100 გრ კარაქი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. ჩაასხით თბილი რძე ღრმა თასში. დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი. ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული და განაგრძეთ ათქვეფა. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მდნარი თბილი კარაქი და მოზილეთ ელასტიური ცომი.

2. დაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთი ნაწილი კვლავ ორ ნაწილად. ერთი დიდი და ორი პატარა ნაჭერი უნდა გამოგივიდეთ.

3. 1 პატარა ნაჭერს დაუმატეთ 1 ს.კ. კაკაო, მოზილეთ. შედეგად ღია შოკოლადისფერი ცომი გამოვა. მეორე პატარა ნაჭერს 2 ს.კ. კაკაო დაუმატეთ, მოზილეთ უფრო მუქი ცომი.

4. დააფარეთ 3-ვე ნაჭერს პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით სითბოში. როცა ცომი ამოვა, ყოველი ცომის გუნდა დაყავით 8 ნაწილად. ღია შოკოლადისფერი ცომისგან შექმენით 8 “ძეხვი”.

5. მუქი ფერის ცომის ნაჭრები მოგრძოდ გააბრტყელეთ ისე, რომ მათში “ძეხვები” მოთავსდნენ. დაახვიეთ რულეტები.

6. ყოველი შოკოლადის რულეტი მსგავსი სახით მოათავსეთ თეთრ ცომში და კვლავ დაახვიეთ რულეტები.

7. მართკუთხა საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი. შექმნილი რულეტები მჭიდროთ მოათავსეთ ფორმაში, დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით სითბოში.

8. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გვერდზე დადგით ჭიქა წყალი, ცომი უკეთ რომ ამოვიდეს. გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში. გააცივეთ მზა პური და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით.

მიირთვით ტკბილი პური ჩაისთან ან ყავასთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!