ლამაზი და მერტივად მზადებადი სადღესასწაულო სალათები

1061

ამ სალათებს ჩვენ ისეთი ინგრედიენტებისგან მოვამზადებთ, რომლებიც მაცივარში ყოველთვის გვაქვს. მარტივი და ამავდროულად გემრიელი სალათები სადღესასწაულოდ ნამდვილად საოცარია.

სალათი “დანაყრებული მამა” ნივრით

ინგრედიენტები

  • 150გ კიბორჩხალის ჩხირები
  • 1 პომიდორი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50გ ყველი
  • 1-1,5 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩხირები დაჭერით გრძლად. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ პომიდორი. გამოწურეთ მისგან წვენი. გახეხეთ ყველი.
  2. ღრმა ჯამში მოათავსეთ იმგრედიენტები. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი, წიწაკა და მარილი. მოურიეთ და მზად არის.

სალათი “ქალბატონი” ბარდით

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ფილე
  • 150გ კიტრი
  • 150გ დაკონსერვებული ბარდა
  • 150გ არაჟანი
  • კამა
  • მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე მარილიან წყალში. დააქუცმაცეთ კიტრი და კამა.
  2. ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში. მოაყარეთ გამოწურული ბარდა, მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი.

სალათი “ინგლისელი”

ინგრედიენტები

  • 200გ წითელი დაკონსერვებული ლობიო
  • 2-3 კვერცხი
  • 200გ კიბორჩხალის ჩხირი
  • 100გ არაჟანი
  • 10გ კამა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გადაასხით სითხე ლობიოდან. თვითონ ლობიო კი ჩაყარეთ ჯამში. წვრილად დაჭერით ჩხირები და მოხარშული კვერცხი. დაჭერით მწვანილი.
  2. ლობიოს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოასხით არაჟანი.

სალათი “კარტოფილი” ანანასით

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის შებოლილი ფილე
  • 2 ვაშლი
  • 250გ კონსერვირებული ანანასი
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ამ სალათის მოსამზადებლად გამოგადგებათ მომჟავო ვაშლი. დაჭერით და გაასუფთავეთ. ქათმის ფილეც დაჭერით გრძლად.
  2. ანანასი დაჭერით კუბიკებად. მზა ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი.

სალათი “ვიტამინკა”

ინგრედიენტები

  • 1 პეკინური კომბოსტო
  • 1 კიტრი
  • 30გ მწვანე ხახვი
  • 100გ ძეხვი
  • 1-1,5 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით კომბოსტო, ჩაყარეთ სასალათეში. გარეცხეთ და დაჭერით კიტრი.
  2. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ ძეხვი. წვრილად დაჭერით ხახვი. ეს ინგრედიენტები დაუმატეთ კომბოსტოს.
  3. დაუმატეთ მაიონეზი, მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ წიწაკაც. მოურიეთ ინგრედიენტებს.