ლალისფერი ნამცხვარი ყველაზე არასაყვარელი ბოსტნეულისგან: ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლით მასზე აზრს

1332

ზამთარში ხშირად გვემართება დეპრესია და მოუთმენლად ველოდებით გაზაფხულის ხასხასა ფერებს და სითბოს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ უკვე ახლავე გვსურს გავიხალისოთ ნაცრისფერი დღეები?

ამისათვის სცადეთ მოამზადოთ უჩვეულო და გემრიელი ჭარხლის ნამცხვარი – მას ნამდვილად შეიყვარებენ ოჯახის წევრები არომატისა და ხასხასა ფერის გამო. თანაც, მისი მომზადება იოლია.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 125 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 ს.კ. რძე
  • 6 ს.კ. ჭარხლის წვენი
  • 70 გრ შტოშის ჩირი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. გათალეთ ჭარხალი, გახეხეთ და მარილით დაწურეთ. დაასხით შტოშის ჩირს მდუღარე წყალი ცოტა ხნით.

2. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მარილი, რძე, შაქარი, დარბილებული კარაქი, შტოშის ჩირი და ჭარხლის წვენი. მოზილეთ ცომი.

3. გაყავით ცომი ორ ნაწილად. შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით. შემდეგ ყოველი ნაწილი დაჭერით 1-სმ სისქის ნაჭრებად.

4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. მზა ნამცხვარი გადმოიტანეთ თეფშზე.

შტოშის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუნჯუთი, თხილი ან ქიშმიში. ჩართეთ ბავშვები მომზადების პროცესში, მათ ძალიან მოეწონებათ ფერადი ცომის დამუშავება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.