ლაზანიას მომზადება 10-ჯერ იაფი გახდა. აი, რითი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სპეციალური ცომის ფირფიტები

3326

ის, რომ ლაზანია იტალიური კერძია, ყველამ იცის. მაგრამ მისი ბრინჯისგან მომზადება რომ არის შესაძლებელი – მხოლოდ ერთეულებმა. და ეს არ გახლავთ რაიმე რთულად მისაღწევი ცომი ბრინჯის ფქვილისგან, არამედ, ჩვეულებრივი ბურღულეულია სანელებლებით. თუ აქამდე ცომის გამო თავს იკავებდით ლაზანიას მომზადებისგან, ახლა შეგიძლიათ „გასტრონომიას“ რეცეპტის გამოყენება.

ბრინჯის ლაზანიას სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, ბეშამელის სოუსის გარეშე. მოამზადეთ მრავალფენოვანი კერძი ინდაურის ან ქათმის ხორცით მხოლოდ ტომატის სოუსისა და ყველის დამატებით.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ბრინჯი
  • 300 გრ ხაჭო
  • 200 გრ ქათმის ფილე
  • 200 გრ ხახვი
  • 150 მლ ტომატის სოუსი
  • 50 გრ პარმეზანი
  • 200 გრ მოცარელა
  • კარაქი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ბრინჯი. დაჭერით ქათმის ან ინდაურის ფილე (ან გამოიყენეთ ქათმის ფარში), გახეხეთ 2-ვე სახეობის ყველი და დაჭერით მწვანილი.

2. შეურიეთ ბრინჯი, ხაჭო, მარილი და პილპილი. ეს ნაზავი შეცვლის ცომს, ამიტომ უმჯობესია კარგად დაამუშავოთ.

3. ღრმა საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ფენა-ფენა მოათავსეთ: ბრინჯი, ქათამი, შემდეგ ტომატის სოუსი, მოცარელა, ბოლო ფენა – პარმეზანი.

4. გამოაცხვეთ ბრინჯის ლაზანია 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

ბრინჯი ისეთივე უნივერსალურია, როგორც ცომი, ის ისრუტავს გემოებსა და სურნელს, აკავებს სითხეს. თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებული შიგთავსი არ გაწყობთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბადრიჯნითა და ყველით. როგორ მოგწონთ ეს იდეა? თუ ისევე, როგორც ჩვენ – გაუზიარეთ მეგობრებს!