ლავაშის რულეტი ბოსტნეულით

1154

ეს რეცეპტი უსწრაფესად მგამზადებინებთ უგემრიელეს რულეტს. შეგიძლიათ შიგთავსი შეცვალოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • ლავაში 3 ცალი
  • ყველი 200გ
  • კიტრი 3 ცალი
  • კორეული სტაფილო 300გ
  • სალათის ფურცელი
  • კამა
  • მაიონეზი 400გ
  • მდოგვი 2 ჩაის კოვზი
  • თაფლი 2 ჩაის კოვზი
  • კეჩუპი 4 სუფრის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. მაიონეზს დაუმატეთ მდოგვი, თაფლი, კეჩუპი და წიწაკა.
  2. სამუშაო მაგიდას გადააფარეთ ქაღალდი და მოათავსეთ ლავაში. მოაყარეთ ყველი და ზემოდან გადააფარეთ ლავაში.
  3. წაუსვით სოუსი, მოაყარეთ სალათის ფურცელი და კამა. დააფარეთ ლავაშის მესამე ფენა. წაუსვით სოუსი და გადაანაწილეთ შიგთავსი.
  4. დაახვიეთ რულეტისებურად.

გემრიელად მიირთვით!