კრემ-თაფლს კი არ ვყიდულობ – თავად ვამზადებ. მდნარი კარაქივით გამოდის: ნაზი, ჰაეროვანი, ფაფუკი

2198

ეს არ არის არც ნაყინი, არც სუფლე და არც კარაქი. ეს რაღაც საოცრებაა! ვისაც ათქვეფილი თაფლი გაუსინჯავს, ის გაიგებს. ეს პროდუქტი დღესდღეობით ძალიან პოპულარულია – კრემ-თაფლი ძალიან გამოირჩევა ჩვეულებრივისგან გემოთიც და იერსახითაც.

კრემ-თაფლის მომზადება საკმაოდ შრომატევადია, მოითხოვს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას. შედეგად კი ვიღებთ პროდუქტს, რომელიც ნაზ კარაქს, კრემს ჰგავს.

ფრომას შესანიშნავად ინარჩუნებს და პურზე კარგად ისმევა. მაცივარშიც 5 დღემდე ინახება. თანაც, ბაზრობებზე მისი ფასი საკმაოდ მაღალია და შინ მომზადებისას ეკონომიასაც გასწევთ.

ყურადღება! ინგრედიენტებში მოცემულია თაფლის მთლიანი რაოდენობა. ვაზუსტებთ: მისგან 180 გრ თხელი, ხოლო 20 გრ დაშაქრულია. სწორედ დაშაქრული თაფლის კრისტალების გახსნისას იქმნება კრემის ტექსტურა.

ინგრედიენტები

  • 200 გრ თაფლი

მომზადება

1. შეურიეთ ორივე სახის თაფლი და მიქსერის მეშვეობით ნელ რეჟიმზე ათქვიფეთ.

2. როდესაც მასა გათეთრებას დაიწყებს, მოუმატეთ სიჩქარეს და განაგრძეთ ათქვეფა.

3. 15-20 წუთში თაფლი სტრუქტურას შეიცვლის: ფაფუკი და ჰაეროვანი გახდება. პროდუქტი მზადაა!

ათქვეფის პროცესში შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ ლიმონის ცედრა, ვანილის ექსტრაქტი, დარიჩინი, კარდამონი, გახეხილი კენკრა ან თხილი. ყოველ დანამატთან გემოც იცვლება. სცადეთ და ისიამოვნეთ რეცეპტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!