კომბოსტოს გუფთა ჭარხლის ფოთლებში

1340

თქვენ როდესმე გუფთა ღუმელში მოგიმზადებიათ? პირველ რიგში ისინი ფორმას უკეთ ინარჩუნებენ, რადგან მზადების დრო ორჯერ შემცირებულია. ასევე კომბოსტოს ფოთლები გამოდის ძალიან რბილი, ცეცხლზე მომზადებისას ამ შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. თუ გინდათ თქვენი გუფთა განსხვავებული გამოვიდეს, მაში კომბოსტოს ნაცვლად გამოიყენეთ ჭარხლის ფოთოლი.

თუ თქვენ ჩემსავით კომბოსტოს გუფთის ფანი ხართ, მაშინ ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ. რაც მტავარია თქვენს კერძს საოცარი არიმატი, გემო და ფერი ექნება.

ინგრედიენტები

  • ჭარხლის ფოთოლი 20 ცალი
  • ბრინჯი 150გ
  • ღორის ფარში 300გ
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვენბით
  • არაჟანი 5 სუფრის კოვზი
  • წყალი 400მლ

მომზადება

1.ბრინჯი მოხარშეთ და გააგრილეთ.

2.დააქუცმაცეთ ხახვი, წვრილად გახეხეთ სტაფილო, შეწვით ზეთში 5 წუთის განმავლობაში.

3.ფარშს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ ცივი ბრინჯი, ასევე ნახევარი სტაფილო და ხახვი ტაფიდან.

4.გარეცხეთ ჭარხლის ფოთლები, მოაჭერით ზედმეტები, დაასხით ცხელი წყალი და ოდნავ დაბეგვეთ შუაგულში.

5.მასზე მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი და გადაახვიეთ.

6.მჭიდროდ დაალაგეთ გუფთა და მოაყარეთ ტაფაზე დარჩენილი მასა.

7.არაჟანს დაუმატეთ 400მლ თბილი წყალი, მიღებული მასა მოასხით გუფთას.

8.ქვაბს თავსაფრის ნაცვლად დააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მოხსენით ფოლგა და მოამზადეთ დამატებით 20 წუთი.

აბა ვინ იტყვის, რომ გუფთა ძველებური და არასაინტერესო კერძია, რომელიც თნამედროვე მენიუს არ უხდება. ჩვენ დღეს ამ რეცეპტით შევძელით და საპირისპირო დავამტკიცეთ. გემრიელად მიირთვით!