კერძი “თოვლის ბაბუ”

1185

თქვენ უკვე არირჩიეთ საახალწლო კერძები? გერტყვით, რომ სადღესასწაულო კერძი უნდა იყოს, რაც მთავარია გასაგიჟებლად გემრიელი და აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს ზღაპრულად. არ დაგავიწყდეთ ბავშვები, რადგან ახალი წელი ყველაზე მეტად მათ უხარიათ.

ამ წლასაც ჩვენ შემოგტავაზებთ საახალწლო კერძს, რომელიც თქვენს სტუმრებს აუცილებლად გააოცებს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 4 ცალი
  • ყველი 200გ
  • ნიორი 3 კბილი
  • მაიონეზი 3,5 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (მარცვალი) 8 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გაამშრალეთ პომიდორი. ზემოთა ნაწილი საშუალო ზომაზე ამოჭერით, რათა მარტივად გაეტიოს ჩაის კოვზი. კოვზით მოაშორეთ გული.

2.არ დააზიანოთ პომიდორის კედლები. გახეხეთ ყველი. გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. ყველი, ნიორი და მაიონეზი აურიეთ ერთმანეთს.

3.ყველის მასით ამოავსეთ თითოეული პომიდორი ისე, რომ წარმოიქმნას გორაკი. წვერის ადგილას პომიდორი ამოჭერით სამკუთხედად. ამ ადგილას წვრილად მოათავსეთ მაიონეზი.

4.ყველის გორაკზე მოათსვეთ პომიდვრის ზედა ნაწილი, რომელიც თქვენ დასაწყისში ამოჭერით. ღერო შეგიძლიათ მოაშოროთ და მის აგილას ყველის პამპონი მოათავსოთ.

შავი წიწაკის მარცვლისგან შექმენით თვალები, ხოლო პომიდვრისგან შეგიძლიათ შექმნათ ცხვირი. ნივრის გარდა ყველს შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი, ხოლო წიწაკის ნაცვლად ასევე ბროწეულის მარცვალი. გემრიელად მიირთვით!