კენკრის ნაზი ღრუბელი, რომელსაც ვერ მოსწყდებით

2766

ტკბილი რულეტები ნამდვილი აღმოჩენაა დესერტების მოყვარულებისთვის. მათ მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება: უბრალოდ უნდა შეარჩიოთ ცომი და მასში გასახვევი შითავსი და შეაერთოთ კომპონენტები.

ნაზი მერეგნის რულეტიც იმავე პრინციპით მზადდება. თავიდან ფრანგულ ჰაეროვან მერეგნას აცხობენ, შემდეგ მასკარპონეს კრემს ამზადებენ და მასში ახალ ან გაყინულ კენკრას ურევენ და ფრთხილად ახვევენ რულეტს. ნამცხვარი ზომიერად ტკბილი და საოცრად გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 5 ც კვერცხის ცილა
  • 250 გრ მასკარპონე
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 250 გრ შაქარი
  • 200 მლ ნაღები
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 150 გრ ჟოლო
  • ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ მერენგა. ათქვიფეთ კვერცხის ცილები აქაფებამდე, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ქოქოსის ფანტელი.

2. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, დაასხით მერენგა, გაათანაბრეთ. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

3. მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ცხიმიანი ნაღები. შეურიეთ მასკარპონე და შაქრის პუდრი, მოურიეთ ინრედიენტებს.

4. წაუსვით კრემი მერენგას. დააწვეთ ახალი ან გაყინული ჟოლოები, შეახვიეთ რულეტი.

5. მზა რულეტი შეახვიეთ ფოლგაში და შედგით 2 საათით მაცივარში. დაჭერით ულუფებად და მიირთვით ჩაისთან.

სურვილისამებრ ჟოლოს ნაცვლად შეიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კენკრა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!