კარტოფილი ფრი მიკროტალღურ ღუმელში. მხოლოდ 1 კოვზი ზეთი, იერსახე და გემო კი ისეთივე, როგორც რესტორნებში

2078

წარმოიდგინეთ, რომ გეძლევათ საშუალება, ყოველდღე მიირთვათ პროდუქტი, რომელიც სასარგებლო არ არის და რომელიც არ დააზიანებს ჯანმრთელობას და ფიგურას. რა იქნებოდა ეს? ჩემთვის არჩევანი ცხადია – კარტოფილი ფრი. ძალიან მიყვარს იგი და ყველაზე დიდ ულუფას ვუკვეთავ. არადა, მესმის, რომ ის სასარგებლო არ არის. თუმცა, თუ კარტოფილ ფრის მიკროტალღურ ღუმელში მოამზადებთ, საქმე სულ სხვაგვარადაა.

უცებ განვმარტავთ: ამ შემთხვევაში არ გამოიყენება დიდი ოდენობით ზეთი, რომელშც უკვე მრავალჯერ შეწვეს კარტოფილი, არ ემატება გემოს გამაძლიერებლები და არომატიზატორები. მომზადება მარტივია და ძალიან გემრიელიც გამოდის. სუნელები შეგიძლიათ გემოვნებით გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 3 ც კარტოფილი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მწიკვი ნივრის ფხვნილი
  • 1 მწიკვი ქონდარი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით თხლად სიგრძეზე, დაასხით წყალი და გადადეთ 2 წუთით.

2. დაალაგეთ კარტოფილი ქაღალდის პირსახოცზე ზედმეტი სითხის მოსაცილებლად.

3. გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ სუნელები, მარილი და მოურიეთ.

4. დაუმატეთ ზეთი და ჩაყარეთ მიკროტალღური ღუმელის ფორმაში.

5.  ჩართეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე და შეწვით 5-8 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ კარტოფილი არ დაიბრაწება.

სანამ კარტოფილი მზადდება, მოამზადეთ საყვარელი სოუსი: ტომატის, არაჟნის ან მდოგვის. ჩართეთ საყვარელი ფილმი და დატკბით შესანიშნავი ხემსით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!