კარტოფილი ბოშური რეცეპტით: ასე კარტოფილი კიდევ უფრო გემრიელი და არომატულია

1545

რამდენი კერძის მომზადება შეგიძლიათ კარტოფილისგან? ბოსტნეული, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ იაფი, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტისგან მრავალი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი, თუმცა კარტოფილის მომზადების ბოშური რეცეპტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ყველა სხვა რეცეპტისგან განსხვავებული და გამორჩეულია.

დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ ერთი საოცრად მარტივი რეცეპტი, რომელიც ბოშა ქალმა მასწავლა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია კარტოფილს ამგვარად ვამზადებ და აბსოლიტურად ყველა სტუმარი ჩემს სახლს დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს.

კარტოფილი ხახვით (ბოშური რეცეპტი)

ინგრედიენტები: 

  • 700 გრამი კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 50 გრამი სოიოს სოუსი
  • 50 გრამი მცენარეული ზეთი
  • 20 გრამი მწვანილები (გემოვნების მიხედვით)

მომზადება:

1. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავამზადოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და ამის შემდეგ შევუდგეთ უშუალოდ მზადებას. მაშ ასე, თავდაპირველად დაჭერით წვრილ ჩხირებად ბულგარული წიწაკა და თხელ რგოლებად ხახვი, ხოლო კარტოფილი და სტაფილო – გახეხეთ წვრილ სახეხზე.

2. ტაფას მოასხით ზეთი, კარგად გააცხელეთ და მოთუშეთ მასში ხახვი მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ ტაფაში გახეხილი სტაფილო და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთით. ურიეთ მუდმივად.

3. როდესაც სტაფილო მოყავისფრო შეფერილობას მიიღებს, დაამატეთ ტაფაში კარტოფილი და კლავ მუდმივი მორევის პირობებში დატოვეთ ცეცხლზე ხუთი წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ დაამატეთ კერძში ბულგარული წიწაკა, მოაყარეთ სანელებლები და კარგად ამოირიეთ.

4. კარტოფილი ბოშური რეცეპტით თითქმის მზადაა. ტაფაში სანელებლების დამატების შემდეგ დააფარეთ მას თავსახური და განაგრძეთ კერძის წვა კიდევ რამდენიმე წუთით. უკვე მზა კერძს შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი მწვანილები.

პირობას გაძლევთ, ბოშური რეცეპტით დამზადებული კარტოფილი დაგემოვნებისთანავე შეგიყვარდებათ. ის ძლიერი არომატით, მკვეთრი და გაჯერებული გემოთი გამოირჩევა. ყველასათვის საყვარელი ბოსტნეული ასე კიდევ უფრო გემრიელი და არომატულია!