კარტოფილი ავსტრალიურად: სწაფი, მარტივი, ორიგინალური

1527

დარწმუნებული ვართ, რომ კარტოფილს ძალიან ხშირად ამზადებთ. მისგან უამრავი შესანიშნავი კერძი გამოდის, რეცეპტი უამრავია. მოკლედ, კარტოფილის კერძით გაკვირვება რთულია. თუმცა, ჩვენ მაინც გავრისკავთ, და ორიგინალურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

აქ გეოგრაფია შემოგვეშველება. ავსტრალიაში მოგვიწევს ყოფნა, რადგან სწორედ იქიდანაა ეს მარტივი, მაგრამ უჩვეულო კერძი. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გავოცდეთ, თუ რაოდენ უნივერსალურია ეს ბოსტნეული. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

 ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • როზმარინი გემოვნებით
  • ზღვის მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მარილიან წყალში მოხარშეთ გაუფცქვნელი კარტოფილი.
  2. ჩართეთ ღუმელი, მანამდე კი საცხობი ფორმა მოამზადეთ: კარგად წაუსვით ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ კარტოფილი.
  3. ოდნავ  ჩაჭყლიტეთ ყოველი კარტოფილი კოვზით. კიდევ ერთხელ წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ დაფშვნილი როზმარინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა არომატული სუნელებიც.
  4. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შედგით 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში სანამ შეიბრაწება.

როგორც უკვე თავად დარწმუნდით, ამ კარტოფილის მომზადება ძალიან იოლია. უკვე წარმოვიდგინეთ, თუ როგორ ასიამოვნებთ ოჯახის წევრებს. აუცილებლად შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!