კარტოფილის ვარენიკები შპინატით

1004

სახლში მომზადებულ ვარენიკებს ვერცერთი ნაყიდი ვერ შეედრება. ბებიაჩემი ყოველთვის უგემრიელესი ვარენიკებით გვიმასპინძლდებოდა, რომლის გემოც დღემდე ტკბილად მახსოვს. მისი მომზადება ყოველთვის რთული მეგონა, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • წყალი 100მლ
  • შპინატი 200გ
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრისკოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კარტოფილი 150გ

მომზადება

  1. კარტოფილი დადგით მოსახარშად და დაიწყეთ ცომის მზადება. გარეცხეთ შპინატი და დააბლენდერეთ. გაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ მარილი, წყალი, მოურიეთ.
  2. დაუმატეთ შპინატს ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  3. მოხარშული კარტოფილი აქციეთ პიურედ და შპინატის მეორე ნაწილს გადაურიეთ.
  4. გააბრტყელეთ ცომი თხლად და ამოჭერით ფორმები.
  5. თითოეულში მოათავსეთ შიგთავსი და დააფიქსირეთ კუთხეები. მოხარშეთ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!