კარტოფილის “ბუდეები” ქათმით და ყველით

1315

კარტოფილის პიურე შემწვარ ქათამთან მუდამ კარგი არჩევანია, თუმცა თუ გსურთ გაამრავალფეროვნოთ რაციონი, გთავაზობთ გამოაცხოთ კარტოფილის “ბუდეები” ქათმის ხორცით და ყველით.

ამ კერძით ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებთ, თუმცა ყოველდღიური ვახშმისთვისაც შესანიშნავია. თანაც მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 6 ც კარტოფილი
  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 1 ც ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 2 კბ ნიორი
  • 70 გრ მაგარი ყველი
  • ზეთი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
    მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ კარტოფილი, მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ კვერცხი.

2. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე, გატარებული ნიორი, მარილი და პილპილი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი. საკონდიტრო ტომსიკაში ჩაასხით პიურე და შექმენით ფორმაზე “ბუდეები”. მოათავსეთ ქათმის ხორცი და ხახვი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

4. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღლემში 25-30 წუთით. ოდნავ გაცივებულ კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

კერძის გასამრავალფეროვნებლად  დაამატეთ სოკო, ყავაყი, პომიდორი, მეტი მწვანილი. ქათმის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საქონლის ან ღორის ხორცი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!