კანელონი სოუსში

1672

იტალიელთა ფანტაზიას ცომთან მუშაობისას საზღვარი არ აქვს. მაგალითად, ერთერთი პოპულალური კერძი მზა მაკარონისაგან იტალიაში – კანლეონია. მაგრამ ტრადიციულად მას ამზადებენ მაკარონის ფურცლებისაგან. კანელონის შიგთავსი მრავალფეროვანია : ხაჭო, ფარში, ისპანახი.

კანელონი გოგრის სოუსში, ხაჭოსა და ისპანახის შიგთავსით – ერთერთი ჰაეროვანი კერძია მაკარონისაგან. სამშობლოში მას დღესასწაულის გარეშეც ძალიან ხშირად ამზადებენ. ადგილობრივი დიასახლისები ყოველდღიურად ახარებენ ამ კერძით ოჯახის წევრებს. მითუმეტეს ეს კერძი ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არ საჭიროებს ბევრ დროს.

ინგრედიენტები

  • გოგრა- 350გ
  • ნიორი- 6 კბილი
  • დაკონსერვებული პომიდორი- 650გ
  • ისპანახი- 500გ
  • ყველი რიკოტა- 150გ
  • არაჟანი- 50გ
  • კანელონის მაკარონი- 250გ
  • საფანელი- 50გ
  • პარმეზანი- 50გ
  • ნიგოზი- 1გ

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. დაჭერით გოგრა კუბიკებად, დააქუცმაცეთ ნიორი. ეს ინგრედიენტები პომიდორთან ერთად მოთუშეთ და აქციეთ პიურედ. ცალკე მოთუშეთ ისპანახი და გაგრილების შემდეგ შეურიეთ რიკოტას, არაჟანს და ნიგოზს.

2.საცხობ ფორმას წაუსვით ზეითუნის ზეთი. გოგრისა და პომიდვრის სოუსის ნაწილი დაასხით საცხობი ფორმის ძირზე. ვერტიკალურად დაალაგეთ კანელონი. თითოეული რულეტის 2/3 ამოავსეთ რიკოტითა და ისპანახით. კერძს მოასხით დარჩენილი სოუსი.

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გამოაცხვეთ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაშ. მზა კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ რეჰანით და გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. კანელონი იმდენად წვნიანია, რომ არ საჭიროებს დამატებით სოუსს. გემრიელად მიირთვით!