“კალეიდოსკოპი” – ეს ნათელი და ფერადი სალათა დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას.

1385

გასაკვირი არ არის რომ ამ სალათას “კალეოდოსკოპს” უწოდებენ, ის მართლაც გემოებისა და ფერების საოცარი ნაზავია. გასტრონომიას რედაქცია უმარტივესი და უგემრიელესი სალათის განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ. ჩაინიშნეთ!

ინგრედიენტები: 

  • 350 გ შაშხი
  • 3 კვერცხი
  • 3 კიტრის მწნილი
  • 2 თავი  კარტოფილი
  • 50 გ შებოლილი
  • გახეხილი ყველი
  • 2 სტაფილო
  • მწვანილი, მაიონეზი
  • 20 გ დაკონსერვებული ბარდის მარცვლები
  • 20 გ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და დავაწყოთ თეფშზე. ზემოდან დავუმატოთ გახეხილი კიტრი და წავუსვათ მაიონეზი. შემდეგ დავუმატოთ წვრილ ღერებად დაჭრილი შაშხი.
  2. ზემოდან დავაყაროთ წვრილ სახეხზე  გახეხილი შებოლილი ყველი, ფრთხილად დავაწვეთ და წავუსვათ მაიონეზი.
  3. შემდეგ დავაყაროთ გახეხილი მოხარშული კვერცხი ( ერთი კვერცხის გული დავიტოვოთ მოსართავად) და ისევ წავუსვათ მაიონეზი. სალათა დავყოთ სამკუთხედებად. პირველ სამკუთხედზე დავაწყოთ ბარდის მარცვლები, მეორეზე სიმინდის მარცვლები, მესამეზე წვრილ სახეხზე სტაფილო და მეოთხეზე გახეხილი კვერცხის გული. სალათა მოვრთოთ მწვანილით და შევდგათ მაცივარში 1 საათით.