იხვი წითელი კარით ტაილანდურად – ტკბილი და ცხარე გემოს იდეალური ნაზავი

1353

ასე მომზადებულ იხვს სოცარი გემო აქვს. ბარკლები მოტკბოცაა და ცხარეც. სანელებელი  კარი განსაკუთრებულ არომატს სძენს ხორცს.

კარი – ინდური სანელებელი, კურკუმის, კორიანდრის, კარდამონის, კამის, შავი პილპილის, წითელი წიწაკის, ზაფრანის, ქინძის, ძირასა და სხვა 30-მდე ხმელი სანელებლის ნაზავია.კარი ძირითადი კომპონენტია ხორცისა და პარკოსანი კულტურების.

იხვი ტაილანდურად ასე მზადდება:

ინგრედიენტები: 

  • 6 იხვის ბარკალი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 4 ს.კ. ტაილანდ. წითელი კარის პასტა
  • 400 მლ ქოქოსის კაკლის რძე
  • 120 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
  • 6 კაფირ-ლაიმის ფოთოლი
  • 1 ანანასი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 1 წითელი წიწაკა
  • რეჰანი, ქინძი
  • ბრინჯი “ჟასმინი”

მომზადების წესი:

  1. ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე.
  2. იხვის ბარკლები ტაფაში დაბალ ცეცხლზე შეწვით 10-15 წთ.
  3. ტაფაში დარჩენილ იხვის ცხიმს დაუმატეთ შაქარი და შუშეთ, ვიდრე კარამელისებური კონსისტენციის გახდება, შემდეგ კარის პასტა დაუმატეთ და კიდევ შუშეთ. სანელებლის სურნელს  რომ იგრძნობთ, დაასხით ქოქოსის რძე და წყალი. წამოადუღეთ, ვიდრე კარგად შეერევა ერთმანეთს. შემდეგ თევზის საწებელი და ლაიმის ფოთლები დაუმატეთ.
  4. ტაფაში იხვის ბარკლები გადაიტანეთ, დაახურეთ და ღუმელში 80-90 წთ შეწვით, ვიდრე იხვის ხორცი ძალიან დარბილდება. ბარკლები ლანგარზე გადაიტანეთ.
  5. ტაფა კვლავ გააცხელეთ, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ანანასი და დაბალ ცეცხლზე 2 წთ ადუღეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ბოლოს დაჭრილი წიწაკის ნახევარი, რეჰანისა და ქინძის ფოთლები დაუმატეთ.
  6. მოასხით ბარკლებს. კერძს დარჩენილი წიწაკა და რეჰანის ფოთლები მოაყარეთ. სუფრაზე ახალმოხარშულ ბრინჯთან ერთად, ცხელი მიიტანეთ.