იტალიური ტორტის რეცეპტი

1665
ITALIAN MIMOSA CAKE.selective focus

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი განთქმულია კულინარიული შედევრებით. ერთ-ერთი საფირმო იტალიური დესერტი, რომელსაც ნებისმიერი საკონდიტროს მენიუში შეხვდებით – ტორტი “მიმოზაა”

იტალიური ტორტი

ეს ნამცხვარი ნამდვილად გავს მიმოზას ყვავილს. ფუმფულა და ღია ყვითელი, როგორც წიწილა, ის აუცილებლად დაამშვენებს სადღესასწაულო მაგიდას.

იტალიური ტორტი, რომელიც უნდა გაგაცნოთ არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი. ის შეგიძლიათ მოამზადოთ იუბილეზე ან სხვა მსგავს დღესასწაულებზე.

ბისკვიტის ინგრედიენტები

  • 8 კვერცხის გული
  • 4 კვერცხი
  • 220გ შაქარი
  • 200გ ფქვილი
  • 40გ სახამებელი

კრემის ინგრედიენტები

  • 300მლ რძე
  • 500მლ ნაღები
  • 200გ შაქარი
  • 8 კვერცხის გული
  • 60გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფზვნილი
  • ვანილი

ინგრედიენტები დასანამი სითხისთვის

  • 100მლ წყალი
  • 5გ შაქარი
  • 50მლ ფორტოხლის ლიქიორი

მომზადება

1.ათქვიფეთ 4 კვერცხი შაქართან ერთად. ათქვიფეთ მინიმუმ10 წუთის განმავლობაში მიქსერის საშუალო სიჩქარით.

2.გამოყავით კვერცხის 8 გული და დაუმატეთ ათქვეფილ მასას. თქვეფა გააგრძელეთ მასის ამოფუებამდე.

3.გაცერით ფქვილი სახამებელთან ერთად და დაუმატეთ კვერცხის მასას. მოურიეთ გლუვი ტექსტურის მიღებამდე.

4.ცომი გადაანაწილეთ ორ ფორმაში. წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტები 5 საათის განმავლობაშ შეასვენეთ.

5.დროა მოვამზადოთ კრემი. ამისათვის სქელ ქვაბში ჩაასხით რძე, 300მლ ნაღები და ვანილი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.

6.კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და ფქვილი. როდესაც რძე წამოდუღდება მას დაუმატეთ კვერცხის გული. მორევა, მხოლოდ წამოდუღების შემდეგ შეიძლება (როდესაც წარმოიქმნება მეტი ბუშტუკები).

7.კრემი გააგრილეთ და დაუმატეთ ნაღების მეორე ნაწილი. ისინი აუცილებლად ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად.

8.ერთი ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. მეორე დაჭერით წვრილ კუბიკებად.

9.იმისათვის, რომ მოამზადოთ დასანამი სითხე, წყალი დადგით ასადუღებლად, დაუმატეთ შაქარი და ფორთოხლის ლიქიორი. მოურიეთ შაქრის გალღობამდე. დასანამი სიროფი მზად არის!

10.ტორტის აწყობას არ სჭირდება ბევრი დრო. ბისკვიტები გაჟღინთეთ სიროფით და წაუსვით კრემი. ტორტს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ბისკვიტი. გემრიელად მიირთვით!

იტალია ცნობილია თავისი უცნაური ტორტებით. მერწმუნეთ იტალიის სიამაყე “მიმოზა” ძალიან მოგეწონებათ!