ისპანახის მხალი – გემრიელი სამარხვო რეცეპტი

2921

გასტრონომიის რედაქცია დღეს კიდევ ერთი ტრადიციული, სამარხვო კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ისპანახი
  • 300 გ ნიგოზი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • თითო კონა ნიახური, ოხრახუში, ქინძი
  • 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • ძმარი, წიწაკა, მარილი
  • ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესი:

ისპანახი მოვწალოთ, გადავწუროთ და დავკეპოთ. გატარებულ ნიგოზსა და ნიორს ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ სანელებლები და მასა ძმართან ერთად ხელით კარგად მოვზილოთ, შევაზავოთ წიწაკითა და მარილით. შემდეგ დაკეპილ მხალში გადავურიოთ. მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.

რედაქციის რჩევა

ამავე მეთოდით მზადდება წითელი მხალი, პრასი და სხვა მხალეული. პრასის მხალს მეორენაირადაც ამზადებენ: ხარშავენ, მთლიან ფოთლებს უსვამენ რეცეპტში აღწერილ ნიგვზის მასას და ჩიტის ბუდის ფორმას აძლევენ.