იოლად და სწრაფად მოსამზადებელი ბანანის ფხვიერი პეროგი

2185

თუ მაცივარში მეტისმეტად მწიფე ბანანები აღმოაჩინეთ, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენი ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ. პეროგის საფუძვლად ფხვიერი ცომი გამოიყენეთ: მისი ტექსტურა კარგად ეხამება ბანანის ნაზ რბილობს. გემოს გასამდიდრებლად კი კაკაოს ფხვნილი შეურიეთ დაფქულ დარიჩინს ან კარდამონს. ათქვეფილ კვერცხს კი დაუმატეთ ნუშისა და ვანილის ექსტრაქტი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფქვილი
  • 130 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 80 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 3 ბანანი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 180 გრ ქოქოსის ფანტელი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი. დაადნეთ კარაქი, შეურიეთ 100 გრ შაქარი. დაამატეთ მასას მარილი, 1 კვერცხი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 20 წუთით.

2. გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქეზე ცომი, საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ცომი. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

3. ამასობაში ათქვიფეთ 3 კვერცხი და 30 გრ შაქარი, დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და კარგად მოურიეთ.

4. დაჭერით რგოლებად ბანანი, მოათავსეთ ფირფიტაზე, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. წაუსვით ქოქოსის მასა და შედგით კვლავ ღმელში 25-30 წუთით.

5. მზა პეროგი გააცივეთ ფორმაში, შემდეგ დაჭერით კვადრატებად და მიირთვით.

თავად შეაფასეთ, თუ როგორ კარგად არის ინგრედიენტები შერჩეული და ერთმანეთს შეხამებული სტრუქტურებისა და გემოების მიხედვით. ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ, გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!