იდეალური ფაფუკი ცომი: საიდუმლო მხოლოდ ერთ ინგრედიენტშია

4166

საოცარი ცომი, ნამცხვრისთვი, ღვეზელისთვის და ნებისმიერი კერძისთვის.

საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენ ცომს კარტოფილს ვუმატებთ. სწორედ ის ხდის ცომს შეუდარებელს.

აუცილებლად გასინჯეთ მოგეწონებათ.

ინგრედინტები:

  • ხორბლის ფქვილი 3,5 ჭიქა
  • წყალი 500მლ
  • კარტოფილი 2 ცალი
  • მცენარეული ზეთი 80მლ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
  2. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი.
  3. მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ.
  4. დაუმატეთ მარილი.
  5. დააქუცმაცეთ კარტოფილი, არ გადაასხათ წყალი.
  6. გააგრილეთ და ჩაასხით მცენარეული ზეთი.
  7. დაუმატეთ შაქარი და მშრალი საფუარი. მოურიეთ.
  8. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  9. ცომი გამოდის რბილი და ოდნავ წებოვანი.
  10. ცომი მოათავსეთ ჯამში და დაელოდეთ 40 წუთი.
  11. ამოფუებული ცომისგან გამოაცხვეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

გემრიელად მიირთვით!