იდეალური პური პიკნიკისთვის

859

პიკინიკზე თუ აპირებთ წასვლას, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად წაიკითხეთ. მე ძალიან მომბეზრდა ჩვეულებრივი პური, ეს რეცეპტი ჩემმა მგობარმა გამანდო, მე კი დღეს თქვენ გაგანდობთ.

ასეთი პურის მომზადება ძალიან მარტივია. შამფურის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის წკირები.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • წყალი 250მლ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი 7გ
  • პროვანსული სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • რძე 50მლ

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ წყალი, საფუარი, შაქარი და დაელოდეთ 10 წუთი.

2.დაუმატეთ პროვანსული სანელებლები, ზეთი, მარილი და მოზილეთ ცომი. დაელოდეთ 40-60 წუთი.

3.ჩაზილეთ ცომი, დაყავით 6 ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამუშავეთ ხელით და დააგრძელეთ.

4.თითოეულ ხის წკირს შემოახვიეთ ცომი. მოათავსეთ ქაღალდით ამოფენილ ფირფიტაზე. დაელოდეთ 10 წუთი.

5.კვერცხის გულს გადაურიეთ რძე, წაუსვით ცომს. გამოაცხეთ 30 წუთი 180-200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!