იდეალური ოლადების რეცეპტი: ჰაეროვანი და გემრიელი

1918

ოლადები არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც უყვართ. სწორედ ამიტომ, მათი მომზადება საკმაოდ ხშირად გვიწევს, თუმცა შედეგით ყოველთვის კმაყოფილი არ ვართ.

იდეალური ოლადების მომზადების საიდუმლო ხრიკები:

  1. კეფირი გამოყენების წინ მაცივრიდან აუცილებლად უნდა გამოიღოთ ან ოდნავ შეათბოთ. ამის წყალობით ოლადები ძალიან ნაზი და ფოროვანი გამოვა.
  2. მზა ცომი აუცილებლად 30 წუთით უნდა გააჩეროთ.
  3. ამის შემდეგ ცომის მორევა კატეგორიულად არაა რეკომენდებული.
  4. ოლადები სუსტ ცეცხლზე მზადდება. ტაფას თავსახური აუცილებლად დაახურეთ. როცა ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, ხოლო თავად ნაწარმი მოწითალო ოქროსფერი გახდება, დროა მეორე მხარეს გადააბრუნოთ.

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 500 გრ კეფირი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 350 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 20-30 გრ შაქარი
  • 1/3 ჩ/კ მარილი

მომზადება:

  1. შესაფერის ჭურჭელში კვერცხი, შაქარი და კეფირი მოათავსეთ და კარგად აურიეთ. სოდა და ფქვილი აურიეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. თუ ცომი ძალიან სქელი გამოვა, მოზელა მაინც გააგრძელეთ, რადგან ამის შემდეგ გაკეთება არ შეიძლება.
  2. ახლა ცომი 15-30 წუთით გვერდზე გადადეთ, რომ სოდა კეფირთან რეაქციაში შევიდეს. შედეგად ცომი ოდნავ ამოიწევა და წებოვანი გახდება.
  3. ცეცხლზე სველი ტაფა დადეთ, გაშრობა აცადეთ და ზეთი დაუმატეთ.
  4. ცომი სუფრის კოვზით თასის კედლიდან აიღეთ. არაფერი გაჭრათ და აურიოთ.
  5. ოლადები აუჩქარებლად უნდა შეწვათ. გახსოვდეთ, რომ მეორე მხრიდან უფრო სწრაფად წითლდება. გარეგნულად შეატყობთ, რომ დროა გადააბრუნოთ.
  6. მომზადების დროს ოლადები ზომაში 2-ჯერ გაიზრდება, ამიტომ ტაფაზე ერთმანეთისგან დაშორებით მოათავსეთ.
  7. თითოეული პარტიის მომზადების შემდეგ ტაფაზე მცენარეული ზეთი დაამატეთ.
  8. თავდაპირველად მზა ოლადები ქაღალდის სალფეთქზე დადეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.