იდეალური ოლადების მომზადების საიდუმლო

2723

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით 6 სხვადასხვა რეცეპტს, თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, ფუმფულა ოლადები.

1. ოლადები კეფირით

ინგრედიენტები

  • 500 მლ კეფირი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 შეფუთვა ვანილის შაქარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • შაქარი გემოვნებით
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი 

სქელძირიან ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, შაქარი და მარილი. დაასხით კეფირი და დაადგით დაბალ ცეცხლზე. მასას მუდმივად მოურიეთ, სანამ კარგად არ გათბება(იგი არ უნდა გაცხელდეს). შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტი. კარგად მოურიეთ, შემდეგ რამდენიმე წუთი გააჩერეთ და დაიწყეთ ოლადების შეწვა.

2. კომბოსტოს ოლადები

ინგრედიენტები

  • ნახევარი თავი ახალი კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. კეფირი
  • 2 ს.კ. მანანი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • მწვანი და სანელებელი გემოვნებით

მომზადების წესი 

წვრილად დაჭერით ახალი კომბოსტო (თუ ძველს იყენებთ, გააჩერეთ მდუღარე წყალში 15 წუთით) მოაყარეთ მარილი და ხელით აურიეთ. მსხვილად გახეხეთ ხახვი და მაგარი ყველი. კომბოსტოს შეურიეთ კვერცხი, კეფირი და მანანი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და სანელებელი. გააჩერეთ ცომი 20 წუთით. კომბოსტოს ოლადები შეწვით დაბალ ცეცხლზე.

3. ღვიძლის ოლადები

ინგრედიენტები

  • 500 გრ ძროხის ან ქათმის ღვიძლი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

გარეცხეთ ღვიძლი და დაჭერით კუბებად, შემდეგ კი ნახევარი საათით რძეში ჩაალბეთ. დროის გასვლის შემდეგ, ღვიძლი კვლავ გარეცხეთ, დააქუცმაცეთ ხორცის მანქანით ან ბლენდერით. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და კვლავ გაატარეთ ხორცის მანქანაში, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. ოლადები შეწვით საშუალო ცეცხლზე, მცენარეულ ზეთში.

4. საფუარიანი ოლადები

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა რძე ან წყალი
  • 480 გრ ფქვილი
  • 14 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი 

თბილ რძეში შეურიეთ შაქარი და მშრალი საფუარი. გააჩერეთ 15 წუთით, რომ საფუარი კარგად გაღვივდეს, დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მიღებული ცომი თბილ ადგილას შეინახეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ და მაშინვე დაიწყეთ ოლადების მომზადება.

5. ვაშლის ოლადები

ინგრედიენტები

  • 4 ც ვაშლი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა რიაჟენკა
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვით ვანილი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი 

მსხვილად დახეხეთ ვაშლი. ქიშმიში მოათავსეთ მდუღარე წყალში 20 წუთით. შეურიეთ ერთმანეთს ვაშლი, რიაჟენკა, შაქარი, კვერცხი და ვანილი. დაუმატეთ ფქვილი, ქიშმიში და გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. ცომს ბოლოს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და შეწვით ოლადები.

6. ოლადი-ხაჭაპური

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ ხაჭო
  • 150 მლ კეფირი
  • 2 ც კვერცხი
  • 70 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 150 გრ ყველი სულგუნი ან ნებისმიერი მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, ახალი მწვანილი

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში მოამზადეთ შიგთავსი: შეურიეთ ერთმანეთს მაგარი ყველი, არაჟანი, დანაყული ნიორი და მწვანილი. მარილი მოაყარეთ გემოვნებით. ცალკე თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ცომისთვის, იგი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.

2. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი. ტაფაზე მოათავსეთ 1 ს.კ. ცომი, ზემოდან მოათავსეთ მცირეოდენი შიგთავსი და დაფარეთ ისევ ცოტაოდენი ცომით.

3. შეწვით ჩვეულებრივი ოლადებივით, ორივე მხარეს.

გემრიელად მიირთვით!