იაპონური ბისკვიტის მომზადების თავისებურებანი

ბისკვიტების ცხობის უამრავი ტექნოლოგია არსებობს. ყველაზე საინტერესო მათ შორის იაპონრი ბისკვიტია. ამ დესერტს ტაივანშიც ამზადებენ და მას ტორტ “კასტელას” უწოდებენ. დღეს მოგითხრობთ თუ როგორ მოამზადოთ იაპონური ბისკვიტი სახლის პირობებში.

ეს ტორტი ჟელეს მოგაგონებთ, გამოცხობის შემდეგ ცომი საოცრად ჰაეროვანი და ფუმფულაა და შეხებისას ზამბარისებურად მოძრაობს.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი კარაქი
  • 100 მილიგრამი რძე
  • 6 ცალი კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია

მომზადების წესი:

1. ჯერ მოამზადეთ ფორმა. 18 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

2. კვერცხი გულებად და ცილად დააცალკევეთ.
3. ღრმა ჭურჭელში გაცერით ფქვილი.

4. ჭურჭელში ჩაასხით რძე და კარაქი. ნელ ცეცხლზე კარაქი რძეში გაალღვეთ. თუ სამზარეულოს თერმომეტრი გაქვთ შეგიძლიათ ტემპერატურა შეუმოწმოთ. კარაქის მასის ტემპერატურა 50 გრადუსი უდნა იყოს.

5. სათქვეფით აურიეთ თბილი რძე და გაცრილი ფქვილი.

6. კვერცხის გულები სათითაოდ დაუმატეთ ცომს და კარგად ურიეთ. ცომშ ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი ჩაამატეთ.

7. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი – ათქვიფეთ ცილა. ცილა აუცილებლად კარგად, სიმყარემდე უნდა ათქვიფოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბისკვიტი არ გაფუვდება. ცილებს თქვეფისას შაქარი ნელ-ნელა დაუმატეთ.
8. ცომი და ათქვეფილი ცილა ერთმანეთ ფრთხილად შეურიეთ.

9. ცომი გამზადებულ ფორმაში ჩაასხით. ცომს ზედაპირი მოუსწორეთ და ფორმა ოდნავ შეანჯღიერთ.
10. ცომიანი ფორმა ღრმა ჟარუნაში ჩადგით და წყალი ჩაასხით ისე რომ ცომიანი ფორმის 1/3 დაიფაროს.

11. ბისკვიტი 150 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 60 წუთით აცხვეთ. თუ თქვენს ქურას კონვექციის რეჟიმი აქვს – აუცილებლად გამოიყენეთ.

ბისკვიტი გამოცხობიდან მალევე უნდა მიირთვათ, გაცივების შემდეგ ცომი “იფუშება”.