თუ ხურმას სწორად შეაზავებთ, არაჩვეულებრივი სალათი გამოგივათ

1147

ჩვენთვის ცოტათი უჩვეულოა ხურმის სალათებში გამოყენება. მაგრამ ეს სალათი არამხოლოდ ეფექტური, არამედ ძალიან გემრიელიცაა. თუ ხურმას მხოლოდ ხილის სახით ან დესერტებში იყენებთ, დროა, ტრადიციები დაარღვიოთ. ორიგინალური რეცეპტის თანახმად, ობიანი ყველი უნდა გამოიყენოთ, საუკეთესო ვარიანტია იტალიური გორგონზოლა. მაგრამ თუ ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რბილი ყველი და შეურიოთ ხურმისა და მანდარინის სალათში.

ინგრედიენტები

  • 1 ც ხურმა
  • 2 ც მანდარინი
  • 1 კონა სალათის ფურცელი
  • 50 გრ ყველი გორგონზოლა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაფცქვენით მანდარინი და დაჭერით.

2. დაჭერით ხურმა.

3. გარეცხეთ და მოხიეთ სალათის ფურცლები, დაალაგეთ სასალათეში. ზემოდან მოათავსეთ მანდარინი და ხურმა.

4. დაჭერით ყველი და მოათავსეთ ზემოდან.

5. შეურიეთ ლიმონის წვენი, თაფლი, მდოგვი და პილპილი. მოასხით სალათს და გემრიელად მიირთვით!

მდოგვს ახლა სულ უფრო და უფრო იყენებენ სალათის დრესინგებისთვის, ის პიკანტურ გემოს სძენს კერძს და ხილის გემოს ოდნავ ჩრდილავს. გაუზიარეთ ეს უჩვეულო რეცეპტი მეგობრებს!