თევზი საიდუმლო მარინადში: დაუჯერებლად მარტივი, სწრაფი და გემრიელი

1785

რეცეპტი ძალიან მარტივია, მისი მომზადება დამწყებ დიასახლისსაც არ გაუჭირდება. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს კერძი : თევზი გამოდის ნაზი, განუმეორებლად არომატული და ძალიან ნოყიერი.

ჩემს ოჯახის წევრებს ეს კერძი ძალიან მოსწონთ, ამიტომაც ხშირად მიწევს მისი მომზადება. ამ კერძის მთელი საიდუმლო მარინადშია.

მარინადი მართლაც საოცარია, მითუმეტეს მისი მომზადება მარტივია.

შემწვარ თევზს გარნირად ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათი.

ინგრედიენტები

  • თევზი (ნებისმიერი) 600გ
  • მდოგვი 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • ჯანჯაფილი 1/4 ჩაის კოვზი
  • ტკბილი პაპრიკა 1/3 ჩაის კოვზი
  • მშრალი ბაზილიკი 1/2 ჩაის კოვზი
  • შავი წიწკა გემოვნებით
  • სოიოს სოუსი 1,5 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • მანანის ბურღული 1,5 სუფრის კოვზი
  • კარტოფილის სახამებელი 3 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1/2 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. გამღვალი და გასუფთავებული თევზი დაჭერით 1,5სმ ნაჭრებად.
  2. ჯამში მოათავსეთ მარილი, ჯანჯაფილი, პაპრიკა, ბაზილიკი, შავი წიწაკა. მოასხით სოიოს სოუსი და მცენარეული ზეთი.
  3. დაუმატეთ მანანის ბურღული, სახამებელი, ლიმონის წვენი, მდოგვი. ჩატეხეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
  4. მარინადში მოათავსეთ თევზის ნაჭრები, დააფარეთ თავზი და დაელოდეთ 20 წუთი.
  5. შეზავებული თევზი შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. ტაფა სეგიძლიათ დაამუშავოთ მცენარეული ზეთით.
  6. უგემრიელესი თევზი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!