თათარბერაკი – მესხეთ-ჯავახეთის ყველაზე პოპულარული და დიდებული კერძი

3297

თათარბერაკი ერთგვარი ატრიაა, რომელიც მრავალი ქვეყნის სამზარეულოში მზადდება. საქართველოში ის ყველაზე პოპულარული მესხეთ-ჯავახეთშია, სადაც კერძებში მოხარშული ცომის გამოყენების განსაკუთრებული ტრადიციაა. გიზიარებთ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 500 გ
  • წყალი – 220 მლ
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • მაწონი – 400 მლ
  • ხახვი – 2 თავი
  • ერბო ან კარაქი – 100 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფქვილით, წყლითა და მარილით მოზილეთ მაგარი ცომი. გააბრტეყელეთ დაახლოებით 0,5 სმ სისქეზე და დაჭერით რომბებად. ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ, სანამ ცომი ზედაპირზე არ ამოტივტივდება.
  2. დაჭერით ხახვი  წვრილად და კარგად მოშუშეთ ერბოსა და კარაქში, დაამატეთ გახეხილი ნიორი და მარილი, შემდეგ დაამატეთ მაწონი და აურიეთ.
  3. მოხარშული ცომი გადაიტანეთ სოუსიან ტაფაში და კარგად ამოურიეთ.

ულუფა: 8-10

მომზადების დრო: 2 საათი

დონე: 2

სულ ესაა, მესხური კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ თქვენც ხშირად ამზადებთ ამ უგემრიელეს ატრიას.