ზარმაცი ნამცხვარი ხორცით

660

ხორცის ნამცხვარებთან მე უძლური ვარ, უბრალოდ ნებისყოფა არ მყოფნის ამ უგემრილეს კერძზე უარი ვთქვა.

ჩემი დედამთილი ბოშაა და ეს რეცეპტი სწორედ მან გამიზიარა – მარტივად  და სწრაფად ვამზადებ!

დღეს ამ უგემრიელეს კერძს ერთად მოვამზადებთ!

ინგრედიენტები ნამცხვრისთვის

  • 700გ ფარში
  • 3 ხახვი
  • 2 ფირფიტა სომხური ლავაში
  • 200გ სულუგუნი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • მწვანილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ბაზილიკი
  • 0,5-1 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • კაკალი ქინძი
  • 300გ არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • წიწაკა

მომზადება

1.ფარშს დაუმატეთ საყვარელი სანელებლები.

2.წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ფარშს. კარგად მოურიეთ. ყველი გახეხეთ.

არაჟანს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და მოურიეთ.

3.ნახევარი ფარში მოათავსეთ ერთი ლავაშის ნახევარზე, მეორე ნახევარი – ამდაგვარად მეორე ლავაშზე.

ყველი გაყავით 3 ნაწილად. მესამედი ყველი მოაყარეთ ფარშს. მეორე ლავაშის ფარშსაც მოაყარეთ ყველი.

4.გადაახვიეთ ლავაში რულეტისებურად. გაჭერით 6 ნაწილად.

5.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. ჩაალაგეთ ფორმაში რულეტები და მოასხით სოუსი.

6.გამოაცხეთ 180 გრაუდსზე 1 საათი.

7.მზა ნამცხვარს მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!