ვიტამინებით სავსე გემრიელი ყურძნის ჯემის რეცეპტი

3560

შემოდგომის ხილებს შორის ყურძენი შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც მას არა მხოლოდ გემრიელს, არამედ სასარგებლოსაც ხდის. ეს ტკბილი ხილი ხშირად გამოიყენება დესერტების გასაფორმებლად, წვენების ან საშინაო ღვინის დასამზადებლად. მისგან ასევე ამზადებენ ჟელეს, ქიშმიშს, სოუსებს ხორცის და ყველიანი კერძებისთვის.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ყურძნის ჯემის რეცეპტს. იგი იდეალურია, როგორც ტკბილი ფუნთუშების შიგთავსი, ასევე როგორც სოუსი ხორცის და ყველის კერძებისთვის, ოლადებისა და ბლინებისთვის. შეგიძლიათ დააკონსერვოთ როგორც ღია, ისე მუქი ფერის ყურძენი. სხვათა შორის, მუქი ყურძნისგან დამზადებულ ჯემს უფრო მეტი საკვები ღირებულება აქვს, მასში რეზვერატროლის მდიდარი არსებობის გამო – ეს გახლავთ ნივთიერება, რომელიც ჩვენს არტერიებს ბლოკირებისგან იცავს.

ინგრედიენტები

  • 2 კგ მუქი ყურძენი
  • 1 კგ შაქარი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ყურძნის მტევნები და დააცალკევეთ მარცვლები და მხოლოდ უდეფექტო ხილი გამოიყენეთ. ჩაყარეთ ყურძენი ქვაბში შაქართან ერთად.

2. ყურძენს კარგად მოურიეთ და ქვაბი საშუალო ცეცხლზე დაადგით. როგორც კი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

3. გადაწურეთ ყურძენი და ნარჩენები გადაყარეთ, პიურე კი კვლავ ქვაბში გადაღვარეთ. აადუღეთ და დამატებით 30 წუთით მოხარშეთ.

4. დაასტერილეთ ქილები და თავსახურები, ჩაასხით ჯემი ქილებში და 10 წუთის შემდეგ მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები, ხელსახოცებში შეახვიეთ და გააგრილეთ ერთი დღის განმავლობაში. მომდევნო დღეს ჯემი შეინახეთ გრილ ადგილას.

ყურძნის ჯემის რეცეპტი თქვენი გემოვნებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ და მას სხვადასხვა ხილი – ვაშლი, ალუბალი, ბანანი, შავი მოცხარი და ასე შემდეგ. ჯემი ბევრად უფრო გემრიელი იქნება, თუ მას დარიჩინს, ვანილს, კარდამონს ან ჯანჯაფილს. მოამზადეთ ყურძნის ჯემი ჩვენი რეცეპტით და შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით.