ვინც არგენტინაში ნამყოფია, იცის, რომ “ალფახორესზე” გემრიელი ნამცხვარი არ არსებობს

1480

ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც შორეულში შესაძლებელია აღმოაჩინო საყვარელი გემო, რომელიც ბავშვობას მოგაგონებს. მაგალითად, ჩვენთვის საყვარელ შესქელებულ რძეს ლათინურ ამერიკაში ნაღების კარამელს -“დულსე დე ლეჩე” უწოდებენ. სწორედ ეს ინგრედიენტია არგენტინული ცნობილი ნამცხვრის “ალფახორესის” განუყოფელი ნაწილი.

ნამცხვარი “ალფახორესი” – 2 მინიატურული ფენაა ნაღების შიგთავსით, რომელსაც ქოქოსის ფანტელში ავლებენ. ჩვენ მოვამზადეთ ტრადიციული არგენტინული ტკბილეულობის კლასიკური რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფქვილი
  • 200 მლ შესქელებული რძე
  • 40 გრ ნიგოზი
  • 100 გრ კარაქი
  • 80 გრ სახამებელი
  • 70 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 40 გრ ქოქოსის ფანტელი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაარბილეთ კარაქი ოთახის ტემპერატურის პირობებში. ათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული.
  2. შეურიეთ ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი.
  3. ათქვიფეთ კარაქი ვანილის შაქართან, დაამატეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილის მასას და მოზილეთ ცომი.
  4. შეახვიეთ საკვების ცელოფანში, შედგით მაცივარში 1 საათით. შემდეგ გააბრტყელეთ ცომი და ჭიქის მეშვეობით ამოჭერით წრეები. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
  5. მოხალეთ ნიგოზი და დაჭერით.
  6. შეაწებეთ ნამცხვრები შესქელებული რძის მეშვეობით. ამოავლეთ ნიგოზში და ქოქოსის ფანტელებში. გემრიელად მიირთვით!

ასევე, შეგიძლიათ ნამცხვარი ამოავლოთ შოკოლადში. სცადეთ ამ შესანიშნავი ნამცხვრის მომზადება და ასიამოვნეთ ოჯახის წევრებს. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!