ვენური შტრუდელი ხილითა და შოკოლადით

2864

დღეს კლასიკურ ვენურ შტრუდელს მოვამზადებთ ხილითა და შოკოლადით. მისი მომზადება ადვილია, მთავარია ინსტრუქცია სწორად შეასრულოთ. მაშ, ასე შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები:

შტრუდელის ცომი 

გულსართი: 

  • 1 ფინჯანი (100 გ )ნიგოზი, მსხვილად დაჭრილი
  • 100 გ ქიშმიში
  • 40 გ დაქუცმაცებული ნუში
  • 6 ლეღვის ჩირი, დაჭრილი
  • დაკონსერვებული ანანასის 5 რგოლი, კარგად გაწურული, მსხვილად დაჭრილი
  • 90 გ შავი შოკოლადი, დატეხილი
  • 50 გ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 60 გ კარაქი, გამდნარი

მინანქარი: 

  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი რძე

ულუფა: 10-12

მომზადება: 1 საათი

ცხობა: 50 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
  2. კარაქი წაუსვით განიერ საცხობ ფურცელს.
  3. დაფას გადააფარეთ დიდი სუფთა ტილო.
  4. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე თხლად გააბრტყელეთ, თითქმის გამჭვირვალე უნდა იყოს.
  5. გადაიტანეთ ტილოზე და კარაქი გადაუსვით.
  6. გულსართი: ნიგოზი, ქიშმიში, ნუში, ლეღვი, ანანასი, შოკოლადი და კაკაო დიდ ჯამში შეურიეთ.
  7. ცალკე მიქსერით ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და კარაქი.
  8. შაქრის ნაზავი ცომს ფუნჯით გადაუსვით, ყველა მხარეს დატოვეთ 1 სმ თავისუფალი ადგილი. გადაახვიეთ შტრუდელი და ბოლოები შეაწებეთ.
  9. ფაქიზად გადაიტანეთ შტრუდელი საცხობ ფურცელზე და ნალისებური ფორმა მიეცით. თუ გასკდა, ბოლოდან მოაციცქნეთ ცომი და გამსკდარი ადგილი შეაწებეთ.
  10. მინანქარი: კვერცხის გული, შაქარი და რძე პატარა ჯამში შეურიეთ და შტრუდელს გადაუსვით.
  11. აცხვეთ დაახლოებით 50 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  12. გასაგრილებლად გადაიტანეთ ლანგარზე.
  13. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურისა.

გემრიელად მიირთვით!