ვაშლის ყველაზე გემრიელი პეროგის უძველესი რეცეპტი იტალიიდან. დღეიდან პეროგს მხოლოდ ასე ვამზადებ და თქვენც გირჩევთ

2480

სამსახურიდან სახლისკენ მომავალ გზაზე, როდესაც ათასი საქმე უკვე მოვილიეთ და როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად ძალიან დაღლილები ვართ, გვიჩნდება რაიმე ტკბილის მირთმევის ძალიან დიდი სურვილი, რის გამოც უახლოეს საკონდიტრო მაღაზიაში გემრიელი დესერტის შესაძენად მივისწრაფვით. საკუთარ თავზე მიცემულ პირობას, არ მივირთვათ საღამოს საათებში, რათა წონა არ მოვიმატოთ, საკმაოდ ხშირად ვარღვევთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ რაიმე გემრიელს, მაღაზიაში შეძენის ნაცვლად, თავად მოამზადებთ. საკუთარი ხელით მომზადებული ნებისმიერი დესერტი გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებული პროდუქცია, რომლებიც კონსერვანტებისგან, საღებავებისგან და სხვა საკმაოდ დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებისგან შედგება.

დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ იტალიური პეროგის უძველესი რეცეპტი. თუ თქვენ გიყვართ ვაშლი და ვაშლის პეროგი, ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ. ვაშლის სხვა პეროგებთან ან “შარლოტასთან” ამ რეცეპტის შედარება ნამდვილად არ ღირს. იტალიელებმა შეიმუშავეს საკუთარი იდეალური ფორმულა, რომელსაც ახლა გთავაზობთ. როდესაც ჩვენი დღევანდელი რეცეპტით მომზადებულ ვაშლის პეროგს გასინჯავთ, პირობას გაძლევთ, ის აუცილებლად ჩაანაცვლებს ყველა სხვა რეცეპტს.

ვაშლის პეროგი იტალიურად

ინგრედიენტები:

  • 180 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 50 გრამი კარაქი
  • 4 გრამი გამაფხვიერებელი
  • 4 ცალი ვაშლი
  • 140 გრამი შაქარი
  • 125 მლ რძე
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

1. გადადეთ გვერდზე 3 ს.კ. შაქარი. დარჩენილ შაქარში ჩაამატეთ 2 კვერცხის გული და კარგად თქვიფეთ იქამდე, სანამ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება. მასა ხანგრძლივი თქვეფის შემდეგ უნდა გახდეს თეთრი.

2. კარაქი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში გასადნობად. გამდნარ კარაქს მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და მისი ერთი ნახევარი ჩაამატეთ კვერცხისა და შაქრის მასაში, კარგად გადაურიეთ. მიღებულ ნარევს დაასხით რძე და ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

3. ათქვეფილ მასაში ჩაამატეთ ჯერ ხორბლის ფქვილი, შემდეგ გამაფხვიერებელი. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

4. მოიმარჯვეთ საცხობი ფორმა. იტალიური პეროგისთვის იდეალური მრგვალი საცხობი ფრომა იქნება. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მზა ცომი.

5. ხილი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით ნახევარრგოლებად და ლამაზად ჩაალაგეთ ჩვენს ცომში.

6. რეცეპტის დასაწყისში ჩვენ 3 სუფრის კოვზი შაქარი და გამდნარი კარაქის ნახევარი შემოვინახეთ. გამოსაცხობად გამზადებულ ვაშლის პეროგს მოაყარეთ ზემოდან დარჩენილი შაქარი და შემდეგ მოასხით გამდნარი კარაქი.

7. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ პეროგი 35 წუთის განმავლობაში. ეს დესერტი ცხელიც და ცივიც ძალიან გემრიელია!

ეს რეცეპტი შეიცავს ყველაფერს, რის გამოც ვაშლის პეროგი ასე ძალიან გვიყვარს. იტალიური რეცეპტით მომზადებული ეს პეროგი ძალიან არომატული და ნაზი გამოდის, რბილი შიგნიდან, ხრაშუნა გარედან.

თუ მოგეწონათ ჩვენი დრევანდელი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!