ვაშლისა და მოცვის ფხვიერი და გემრიელი ღვეზელი, რომელიც პირში დნება

1080

ეს ღვეზელი მათ მოეწონებათ ვისაც გემრიელი და მსუყე დესერტები უყვართ, თანაც მისი ხიბლი ის არის რომ სწრაფად მზადდება, და საათობით ღუმელთან ტრიალი არ მოგიწევთ.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 400 გ ფქვილი
  • 180 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 60 მლ ცივი წყალი; დამატებით – თუ საჭიროა
  • 1 დიდი კვერცხის გული

გულსართი: 

  • 750 გ მომჟავო ვაშლი
  • 1 ფინჯანი (250 გ) ახალი ან გაყინული მოცვი
  • 70 გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 1 დიდი სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

  1. ცომი: წაუსვით ცხიმი 23 სმ დიამეტრიანი ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
  2. ფქვილი, მარილი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ, სანამ მასის ტექსტურა წვრილ ნამცეცებს დაემსგავსება.
  3. დაუმატეთ შაქრის პუდრი და ისევ აურიეთ.
  4. ცალკე ათქვიფეთ წყალი და კვერცხის გული და თანდათან ჩაუმატეთ ფქვილის ნაზავს. ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და ორ გუნდად გაყავით. შემოახვიეთ ცელოფანი და 1 საათით მაცივარში გააცივეთ.
  5. ცომის გუნდები გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფირფიტებად.
  6. ერთი ფირფიტა ყალიბში გადაიტანეთ, ზედმეტი ცომი გვერდებიდან მოაცილეთ. მეორე ფირფიტა ფართო თეფშზე მოათავსეთ და ორივე მაცივარში შეინახეთ 30 წუთი.
  7. გააცხელეთ ელექტროღუმელი 200 გრადუსზე.
  8. გულსართი: ვაშლები გათალეთ, გული ამოაცალეთ, დაჭერით მოცვი, შაქარი, ფქვილი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და აურიეთ.
  9. გულსართი ტარტის ცომზე გადაიტანეთ და დაადეთ კარაქი. თავზე დააფარეთ ცომის მეორე ფენა, გვერდები კარგად შეაწებეთ თითებით.
  10. ცომის მოჭრილი ნაწილებისგან გააკეთეთ ფოთლები და ბურთულები და ზედაპირზე მოაწყვეთ.
  11. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე და ცომს ფუნჯით გადაუსვით. დანით რამდენიმე ნაჭდევი გაუკეთეთ ცომს, რომ ცხობისას ორთქლი ამოვიდეს.
  12. აცხვეთ 40-45 წუთი სანამ ცომი ოქროსფერ-ყავისფერს მიიღებს და შიგთავსი მომზადდება.
  13. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.