“ვარენიკი” გარგრით ტაფაზე

690

გარგრის “ვარენიკები” – ამ კერძი ხაჭოს ცომისგან და ტკბლილი გარგრის შიგთავსისგან შედგება.

მისი მომზადება უმარტივესია, აუცილებელია სწორად აარჩიოთ ხილი.

გარგარი უნდა იყოს სტაფილოსფერი და აუცილებლად უნდა დაჰკრავდეს დამახასიათებელი ტკბილი არომატი.

ინგრედიენტები

  • გარგარი 8 ცალი
  • შაქარი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო 70გ
  • რძე 60მლ
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან. ცილა შეინახეთ მაცივარში.

2.გულს დაუმატეთ ხაჭო, შაქარი (შეინახეთ 1 სუფრის კოვზი). ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერით.

3.დაუმატეთ რძე, მოურიეთ, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

4.ათქვიფეთ გაგრილებული ცილა მარილთან ერთად ამოფუებამდე. ცომს დაუმატეთ ცილის მასა.

5.კარგად გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეთი. დაჭერით გარგარი, მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი.

6.ცომი დაასხით ტაფაზე. ნახევარ ნაწილზე გადაანაწილეთ 1/3 ხილი.

7.როცა ცომი ოდნავ შეიწვება, ცომის მეორე ნაწილი დააფარეთ ხილიან ნაწილს.

შეწვით 1-1 წუთი ორივემხრიდან.

გემრიელად მიირთვით!