ვარენიკები ადიღეური ყველით

1956

ვარენიკები ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია, რომელიც დღესაც ყველას უყვარს. რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ვარენიკები არ მოსწონს, რადგან ეს კერძი ნაციონალური სამზარეულოების მსოფლიო ბესტსელერია სხვადასხვა ქვეყანაში. მათ ამზადებენ განსხვავებული ვიზუალით, გემოთი და შიგთავსით, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება-გურმანების საყოველთაო სიყვარული!

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ვარენიკების ყველაზე პოპულარული შიგთავსი ხაჭოა. ჩვენ კი გთავაზობთ, ცოტატი გააუმჯობესოთ ეს რეცეპტი და ხაჭო ადიღეური ყველით ჩაანაცვლოთ. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა-ადიღეურ ყველს არ აქვს მოტკბო გემო. ყველში სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი მწვანილი და სანელებლები შეურიოთ. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი კერძი გამოგივათ!

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 300 გრ ადიღეური ყველი
  • 1 ც კვერცხი

მომზადების წესი 

1. თასში მსხვილად დახეხეთ ადიღეური ყველი და გვერდზე გადადგით.

2. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და 1 ჭიქა რძესთან ერთად. თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ მკვრივი, ელასტიური ცომი. გადააფარეთ ცომს ქაღალდის ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთი.

3. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გაიყავნეთ ცომი თხელ ფენად. მისგან ჭიქის მეშვეობით გამოჭერით წრეები ვარენიკებისთვის. პატარა წრეების ერთ მხარეს მოათავსეთ ცოტაოდენი დახეხილი ყველი, გადაკეცეთ ცომი და ბოლოები შეაწებეთ.

4. აადუღეთ მარილიანი წყალი, მოათავსეთ მასში ვარენიკები და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. თუ ცომი სქელია, მაშინ ვარენიკები დამატებით 1-2 წუთით მოხარშეთ. ქვაბიდან ვარენიკები ნახვრეტებიანი კოვზით ამოიღეთ და ღრმა თეფშზე გადაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

რძით მომზადებული ვარენიკები ადიღეური ყველის შიგთავსით კიდევ უფრო გემრიელი იქნება არაჟანთან, კარაქთან, საკმაზთან ან შემწვარ ხახვთან ერთად. მჟავე კერძს პიკანტურობას მიანიჭებს მდოგვისა და არაჟნის სოუსი ვაშლით.