ვანილის გემრიელი მაფინების მომზადების ინსტრუქცია

2970

მინიატურული ვანილის მაფინები ძალიან გემრიელი, ჰაეროვანი და არომატული გამოდის. მათი გაფორმება თქვენი სურვილის მიხედვით, სხვადასხვა კენკრით, ხილით, შოკოლადით, კრემით და სხვა პროდუქტით შეგიძლიათ. ასეთ დესერტს, ჩვეულებრივ, საკონდიტრო მაღაზიებში ვუკვეთავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოცდილმა კულინარმა მისი მომზადების საიდუმლო გამიზიარა, მე თვითონ ვაცხობ მათ.

ვანილის მაფინები

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ვანილის მაფინები. თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები მაფინებისთვის

  • 200 გრ ფქვილი
  • 120 გრ შაქარი
  • 120 გრ კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 60 მლ რძე
  • 16 გრ ვანილის შაქარი
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვით მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 350-400 გრ კრემ-ყველი
  • 70-100 მლ ნაღები (30%-იანი)
  • 50-60 შაქრის პუდრი
  • კენკრა გასაფორმებლად

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთმანეთს ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი, მიქსერით ათქვიფეთ მაღალი სიმძლავრით, დაახლოებით 5 წუთით, სანამ მოცულობა არ გაიზრდება.

2. მასას სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი ისე, რომ არ შეწყვიტოთ ათქვეფა. თითოეულ ჯერზე რამდენიმე წუთით ათქვიფეთ, რომ კვერცხი კარგად შეერიოს კარაქსა და შაქარს.

ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი.

3. მიქსერის სიმძლავრე მინიმუმამდე დაიყვანეთ და ინგრედიენტებს დაუმატეთ მშრალი კომპონენტების მესამედი, ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაუმატეთ ნახევარი რძე.

კარგად ათქვიფეთ მიქსერით, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დარჩენილი რძე, ბოლოს კი კვლავ დარჩენილი მშრალი კომპონენტები.

4. კექსის პატარა ფორმებს წაუსვით მზესუმზირის ზეთი, შემდეგ გაავსეთ ისინი ცომით (ფორმებში ცომი ნახევარზე ოდნავ ზემოთ უნდა იყოს, რადგან მისი მოცულობა ცხობის დროს გაორმაგდება).

5. გამოაცხვეთ მაფინები წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთით.

6. კრემის ყველა ინგრედიენტი კარგად გაცივებული უნდა იყოს, კრემის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე მიქსერი და თასი შეგიძლიათ მოათავსოთ საყინულეში.

მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, ვანილის შაქარი და ნაღები 5 წუთის განმავლობაში. ათქვეფის პროცესში კრემი შეიძლება გათხელდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, გააგრძელეთ თქვეფა. როდესაც კრემი აითქვიფება, მიიღებს სასურველ კონსისტენციას.

7. მოათავსეთ კრემი საკონდიტრო ტომარაში და მისით მზა მაფინებს “ქუდები” გაუკეთეთ. მაფინების ზედაპირი სურვილისამებრ გააფორმეთ კენკრით.

8. სულ ესაა, ვანილის მაფინები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ამ სილამაზის შესაქმნელად კონდიტერობა სულაც არ არის საჭირო, ამიტომ სცადეთ, გამოაცხვეთ გემრილი მაფინები და გაუმასპინძლდით მეგობრებს.