ექიმის რჩევით, დაძინების წინ აუცილებლად 1 ჩ.კ. თაფლს მივირთმევ. თქვენც გირჩევთ

1654

თაფლი – ნამდვილი თხევადი ოქრო, რომელსაც სრულიად დამსახურებულად მოიხსენიებენ ჯანმრთელობის ელექსირად. ოდესმე გიცდიათ ღამით, უშუალოდ დაძინების წინ თაფლის მირთმევა? თანამედროვე სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, ღამის საათებში ტკბილის მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა უძველეს ჩინურ და ინდურ ტრაქტატებში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ყოველ საღამოს, დაძინების წინ 1 კოვზი ნატურალური თაფლის მირთმევა აუცილებელი პროცედურაა, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სიმხნევე მრავალი წლით.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ არაერთი სამედიცინო კვლევით დადასტურებული იმ ფაქტების შესახებ, თუ რატომაა თაფლი სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რატომ უნდა მივირთვათ ის უშუალოდ დაძინების წინ. როგორც აღმოჩნდა, ჩინელი და ინდოელი მკურნალების გადმოცემული ინფორმაცია უძველეს სამედიცინო ტრაქტატებში 100%-ით შეესაბამება სიმართლეს.

რატომ უნდა მივირთვათ თაფლი დაძინების წინ

1. გვიწყობს ხელს ღრმად ჩაძინებაში. თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით. ეს ნატურალური პროდუქტი ადუნებს მთელ სხეულს და სტიმულირებს მელატონინის გამომუშავების პროცესს – ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე, უჯრედებისა და ნერვული სისტემის აღდგენა-განახლებაზე. 1 ჩაის კოვზი თაფლი ძილის წინ – სრულფასოვანი დასვენების საწინდარი. თუ მას 1 ფინჯან გვირილის ჩაისაც დააყოლებთ, დილით საოცრად მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ თავს.

2. სტიმულირებს ცხიმების წვის პროცესს. კვების ცნობილი სპეციალისტის, მაიკ მაკინნესის თქმით, სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად თაფლს იღებენ, 10-ჯერ უფრო სწრაფად წვავენ ცხიმებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მოცემული პროდუქტისადმი გულგრილობით გამოირჩევიან. მაიკს შემუშავებული აქვს თაფლის დიეტაც, რომელიც გულისხმობს რაფინირებული შაქრის სრულ ჩანაცვლებას ამ ნატურალური, სასარგებლო პროდუქტით. დაძინების წინ 1 ჩაის კოვზი თაფლის მირთმევა – კვების ცნობილი სპეციალისტის აუცილებელი რეკომენდაცია თითოეული მისი პაციენტისთვის.

3. აღადგენს ღვიძლს. როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ტოქსიკური ნივთიერებების გაფილტვრაზე და არა მხოლოდ… სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს აღდგენა-განხლების პროცესი. თუ დაძინების წინ თაფლისა და გოგრის წვენის ნარევს მიიღებთ (პროპორციებით 1 : 1), რამდენჯერმე დააჩქარებთ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისა და ღვიძლის აღდგენის პროცესს, თანაც შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.

4. ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს. 1 ჩაის კოვზი თაფლი – ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და საკვები ნივთიერებების საკმადო დიდი ულუფა. ნიორი – ძალიან ძლიერი იმუნომასტიმულირებელი პროდუქტი. ამ ორი ძლიერმოქმედი პროდუქტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საუკეთესო საშუალებას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. მიიღეთ ნარევი ძილის წინ, რათა გაიძლიეროთ იმუნიტეტი და საიმედოდ დაიცვათ თავი სხვადასხზვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებისგან.

5. გვავსებს ენერგიით. გსურთ, გაღვიძებისას საოცარი ენერგია და სიმხნევე იგრძნოთ? აუცილებლად მიირთვით ყოველ საღამოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, რათა მოამარაგოთ ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიით და დატვირთოთ ის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გასაოცარი თვისება და ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე დამახასიათებელია მხოლოდ ნატურალური, სუფთა თაფლისთვის. აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ თაფლის ამ გასაოცარი თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!